ედიშერ გვენეტაძე: სამარცხვინო ფაქტი იქნება სამართალდამცავებისა და ჩვენი საზოგადოების მხრიდან, თუ დააკავეს ის ქართველი კაცები, რომელთაც ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების, მწერლობის, ტრადიციების შეურაცხყოფისათვის ვიღაც მიზანმიმართულად დაპროგრამებულ-დაფინანსებულებს მამაპაპურად ყბაში მოსდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ივლისი 2026, 15:45

სამარცხვინო ფაქტი იქნება სამართალდამცავებისა და ჩვენი საზოგადოების მხრიდან თუ ის ქართველი კაცები, რომელთაც ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების, მწერლობის, ტრადიციების შეურაცხყოფისათვის ვიღაც მიზანმიმართულად დაპროგრამებულ-დაფინანსებულებს მამაპაპურად, ქართულად, ტრადიციულად, ვაჟკაცურად ყბაში მოსდეს დააკავეს, - წერს ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა თუ გაუვიდათ და ეპატიათ აღნიშნულ პირებს, პროცესი შეუქცევადი გახდება მას მოჰყვება სხვა დიდი მწერლების შეურაცხყოფაც.

“მე დღეს ერთხელ უკვე დავწერე იმ სამარცხვინო საქციელზე, რაც დუმბაძის შვილიშვილმა ჩაიდინა საკუთარი ბაბუის ხსოვნის და საერთოდ ქართულობის მიმართ.
მეორე სამარცხვინო ფაქტი იქნება სამართალდამცავებისა და ჩვენი საზოგადოების მხრიდან თუ ის ქართველი კაცები, რომელთაც ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების, მწერლობის, ტრადიციების შეურაცხყოფისათვის ვიღაც მიზანმიმართულად დაპროგრამებულ-დაფინანსებულებს მამაპაპურად, ქართულად, ტრადიციულად, ვაჟკაცურად ყბაში მოსდეს დააკავეს.
ამ ავაზაკთა შორის დახვეწილ და ფულზე ყველაფრის მკადრებელ სუბიექტებს თუ გაუვიდათ რიგში დააყენებენ: რუსთაველს, გურამიშვილს. ვაჟას, ილიას, აკაკის, გალაკტიონს, კონსტანტინეს...
არამც და არამც”, - წერს გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი