თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 31 ივლისი 2026, 22:10

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია Italfarmaco-სთან შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რის შედეგადაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც აღნიშნულ მედიკამენტს შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს.

მეგრელიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სახელმწიფოსა და პაციენტების ოჯახებს შორის სწორი დიალოგი, რისკების შეფასება და პასუხისმგებლობების გაზიარება მნიშვნელოვან შედეგს იძლევა.

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია Italfarmaco-სთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის შეძენაზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს - „ჯივინოსტატს“ შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს.

მიღებული გადაწყვეტილება კარგი მაგალითია იმისა, რომ დღის წესრიგში არსებული საკითხი, მისი შინაარსისა და სიმძიმის მიუხედავად, სწორი დიალოგის, რისკების შეფასებისა და პასუხისმგებლობებზე შეთანხმების პირობებში შედეგს იძლევა.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ეფექტიანად მართვის პროცესში ორმხრივი მუშაობა, კერძოდ, მშობლებსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაგრძელება არის გზა, რომელიც ამ პროგრესირებადი გენეტიკური დაავადების მიმართ, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურის გაკეთების შესაძლებლობას ხსნის.

მადლობა პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის, ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე პირების დასახმარებლად მიღებული ზომებისთვის“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი