ლარზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი - ფაქტია, რომ შოკია მსოფლიოში და ჩვეულებრივი რეაქციაა-ივანე მაჭავარიანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1342 12 მარტი 2020, 12:40

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, როდესაც მსოფლიოში შოკია, ლარის კურსზე საუბარი სწორი არ იქნება.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, სიტუაციის დასტაბილურებამდე ლარის კურსს დააკვირდებიან, რა წონასწორულ ნიშნულს მიაღწევს.

„ლარზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, რომ შოკია მსოფლიოში და ჩვეულებრივი რეაქციაა. იცით რა ხდებოდა რუსეთში, იცით რა ხდება ზოგადად მსოფლიოში, ამიტომ დღეების მიხედვით ლარის კურსზე საუბარი არ იქნება სწორი. ცოტა უნდა დასტაბილურდეს სიტუაცია როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთან. შევხედავთ რა წონასწორულ ნიშნულს მიაღწევს, ამიტომ ამაზე საუბარი არავისგან იქნება სწორი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს გეგმა, როგორ უნდა დაეხმარონ ეკონომიკას, თუმცა ეს გეგმები ჯერ დამტკიცებული არ არის.

„ასევე ვითვალისწინებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, როგორ რეაგირებენ ამაზე. ჩვენც გვაქვს ჩვენი ხედვები, ეროვნულ ბანკსაც აქვს ხედვები მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე არის სექტორთან დაკავშირებული ხედვები, რა შეიძლება გაკეთდეს მათთვის, ვინც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ზარალდება. მაგრამ ყველაფერს რა გადაწყვეტს იცით? - რა ხანგრძლივობის და სიმძიმის იქნება ეს პანდემია თითოეულ ქვეყანას და გლობალურად. ეს არის გადამწყვეტი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მსხვილი ბანკები წლების განმავლობაში არ ატყობინებდნენ შესაბამის ორგანოებს ეპშტეინის საეჭვო ტრანზაქციების შესახებ
Moody's-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 6.4%-მდე გააუმჯობესა
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
არქივი