ედიშერ გვენეტაძე: სამხედრო- სამრეწველო იმპერიალისტები უკრაინელი ხალხის ხარჯზე აკეთებენ მილიარდებს, რომ არა საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა, დღეს იმავე დღეში იქნებოდა საქართველო, "გლობალური ომის პარტიის" ადგილობრივი ემისრების შუამავლობით!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 ივნისი 2024, 19:45
სამხედრო-სამრეწველო იმპერიალისტები უკრაინელი ხალხის სისხლისა და ცრემლების ხარჯზე აკეთეს და აკეთებენ მილიარდებს! ახლა კიდევ ბაიდენ-ჩერნენკოს პირით აკეთებენ განცხადებას: რა ნატო, რის ნატო, უკრაინელებო თქვენ ხომ არ გაჟრიალებთო! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, რომ არა საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა, ახლა საქართველოც ისეთივე მდგომარეობაში იქნებოდა, როგორშიც უკრაინაა. თუმცა, ექსპერტი აღნიშნავს, რომ საფრთხე ისევ არსებობს და არჩევნებზე ხალხმა პოლიტიკიდან საბოლოოდ უნდა გააძევოს ქვეყნის მოღალატეები. "აი ეს არის სახე რეალური იმპერიალიზმის! დასავლეთის იმპერიალისტები რუს იმპერიალისტებთან ალიანსში (ეს რომ ასეა ზელენსკიც ადასტურებს) უკრაინას დაჰპირდნენ მიგიღებთ ნატოსა და ევროკავშირშიო!
შეაქეზეს, ჩააბეს, საშინელ გამანადგურებელ ომში! შემდეგ უთხრეს უკრაინელებს თუ რუსეთს დაამარცხებთ მიგიღებთ ნატოში(ამაზე მეტი ცინიზმი გაგონილა?)! სამხედრო-სამრეწველო იმპერიალისტები უკრაინელი ხალხის სისხლისა და ცრემლების ხარჯზე აკეთეს და აკეთებენ მილიარდებს! ახლა კიდევ ბაიდენ-ჩერნენკოს პირით აკეთებენ განცხადებას: რა ნატო, რის ნატო, უკრაინელებო თქვენ ხომ არ გაჟრიალებთო! ამიტომაც რომ არა საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა დღეს იგივე დღეში იქნებოდა საქართველო, რომელშიც უკრაინაა გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი ემისრების ლომჯარია, გიგაური, გვარამია, მელია, ხაზარაძე, ხატიას შუამავლობით! თუმცა საფრთხეს 26 ოქტომბრამდე არ გაუვლია! ამიტომ, 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობავ ჰკა მაგათ, მაგ წუპაკ-მამაძაღლებს! საბოლოოდ გავაძევოთ ქართული პოლიტიკიდან ეს არაადამიანები და მივუჩინოთ ის ადგილი, რომელსაც საქართველოს მოღალატე-გამყიდველნი და ხალხის უბედურების ხარჯზე გამდიდრების მოსურნენი იმსახურებენ!" - წერს გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი