ლევან ნიკოლეიშვილი: ვისაც ოდნავ მაინც ესმის, რა საშიშროებას წარმოადგენს ნებისმიერი სახის ტერორისტული ორგანიზაცია, შესაძლოა კიდევ არ ვიცოდეთ რა დონის საფრთხეს ააცილეს ჩვენი ქვეყანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 ივნისი 2024, 13:39

ძალიან სასიამოვნოა იმის გათვითცნობიერება, რომ შენ ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზეა“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის ფარგლებშიც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

ექსპერტის თქმით, ვისაც ოდნავ მაინც ესმის თუ რა საშიშროებას წარმოადგენს ნებისმიერი სახის ტერორისტული ორგანიზაცია, შესაძლოა კიდევ არ ვიცოდეთ რა დონის საფრთხეს ააცილეს ჩვენი ქვეყანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. შესაბამისად თითოეულმა ჩვენგანმა ქების სიტყვები არ უნდა დავიშუროთ, ამ მაღალკვალიფიციური და მაღალპროფესიონალი ხალხის მიმართ.

“ძალიან სასიამოვნოა იმის გათვითცნობიერება, რომ შენ ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზეა: ამ შემთხვევაში საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, რომელმაც მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩატარებული ოპერაციის შედეგად ორი მოქალაქე დააკავა, ამჟამად „მიმდინარეობს კონტრტერორისტული ღონისძიებები დაკავებულთა ტერორისტულ ორგანიზაცია ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების იდენტიფიცირების მიზნით.“-აცხადებენ სუს-ში. ვისაც ოდნავ მაინც ესმის თუ რა საშიშროებას წარმოადგენს ნებისმიერი სახის ტერორისტული ორგანიზაცია, შესაძლოა კიდევ არ ვიცოდეთ რა დონის საფრთხეს ააცილეს ჩვენი ქვეყანა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. შესაბამისად თითოეულმა ჩვენგანმა ქების სიტყვები არ უნდა დავიშუროთ, ამ მაღალკვალიფიციური და მაღალპროფესიონალი ხალხის მიმართ”, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი