ნანა კაკაბაძე: „აირჩიე ევროპა“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილა, რომლის ლიდერმა, ვინმე ლაშა ძებისაშვილმა აღმოაჩინა, რომ თურმე ტრამპმა საკუთარ თავზე ტერორისტული თავდასხმის ინსცენირება მოაწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 ივლისი 2024, 11:59

„აირჩიე ევროპა“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილა. ამ ორგანიზაციის ლიდერმა, ვინმე ლაშა ძებისაშვილმა აღმოაჩინა, რომ თურმე ტრამპმა საკუთარ თავზე ტერორისტული თავდასხმის ინსცენირება მოაწყო, - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ძებისაშვილმა "ევროპულად გაშიფრა რუსეთის აგენტის დონალდ ტრამპის" უმაღლეს დონეზე დადგმული „თეატრალური წარმოდგენები." კაკაბაძის შეფასებით, ადამიანს პოლიტიკური სიკვდილის შიში სისულელეს ათქმევინებს.

„აირჩიე ევროპა“: ტრამპმა საკუთარ თავზე თავდასხმის ინსცენირება მოაწყო „აირჩიე ევროპა“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილა. ამ ორგანიზაციის ლიდერმა, ვინმე ლაშა ძებისაშვილმა აღმოაჩინა, რომ თურმე ტრამპმა საკუთარ თავზე ტერორისტული თავდასხმის ინსცენირება მოაწყო. ამის დასამტკიცებლად ის წერს: „სამჯერ ნასროლი, არ შენიღბული პოზიციიდან, საკმაო სიახლოვიდან მოხვედრილ ყურზე ტრამპი ხელს იდებს, აბრუნებს და ჩანს, რომ ხელი არაა სისხლიანი, შემდეგ უცებ ყველა ქვევით ვარდება და ტრამპს ფარავს, შემდეგ სისხლი ყურზე ჩნდება, შემდეგ რატომღაც არ გაჰყავთ უსწრაფესად, არამედ ჩერდებიან... შემდეგ 5-7 წამის განმავლობაში დგას დაცვით გარშემორტყმული , მუშტს ზემოთ წევს და იძახის „ბრძოლა, ბრძოლა“, თითქოს დაგეგმილი სურათისთვის სჭირდებოდა...კრემლი ზენიტშია სიხარულისგან.

ეს არის ზუსტად ის, რაც პუტინს უნდა!“ მოკლედ, ამ „ევროპის ამრჩევმა“ ვინმე ძებისაშვილმა მთლად ევროპულად გაშიფრა რუსეთის აგენტის დონალდ ტრამპის უმაღლეს დონეზე დადგმული „თეატრალური წარმოდგენები, პოლიტიკური მაქინაციები“ და მოუწოდა მსოფლიოს, არ დაუჯეროთ რუსულ პოლიტიკურ თამაშებს და მისი ამერიკული აგენტურის თაღლითობებს, მაგათ ერთობლივად დადგეს ტრამპის მკვლელობის მცდელობის ინსცენირებაო. ტრამპმა ჯერ თვითონ გაიხვრიტა ყური, ესეც არ იკმარა, ტრიბუნის ქვეშ შემძვრალმა 8 ტყვია ისროლა, მეტი დამაჯერებლობისთვის ერთი კაცი მოკლა, 2 მძიმედ დაჭრა და მერე წამოდგა, სპექტაკლში მონაწილე საკუთარ მცველებს არ შეეპუა, მუშტი ვითომ ვაჟკაცურად ზემოთ ასწია და „ბრძოლა, ბრძოლა“-ო - დაიყვირა.

ამის შემდეგ კი ამ სპექტაკლში მონაწილე, სახურავზე მყოფი თოფიანი 20 წლის ახალგაზრდა მსახიობი დაუნდობლად მოკლეს რუსეთის აგენტ ტრამპის უნამუსო მცველებმაო - გვარწმუნებს „ევროპელად“ მოაზროვნე ეს არსება. ამ გონებაჩლუნგ „ევროპის ამრჩევ“ ძებისაშვილს შეთქმულების თეორიისთვის მასალის მოძებნა თუ უნდოდა, იმ საეჭვო გარემოებებისთვის მაინც მიექცია ყურადღება, რომ ყოფილი პრეზიდენტიდან 120 მეტრით დაცილებული მანძილი უკონტროლოდ იყო დატოვებული, არადა, ნებისმიერი ობიექტის დაცვის თეორიის ანაბანაა, რომ სნაიპერები უნდა განლაგდნენ ყველა ისეთ წერტილში, რომლებიდანაც შეიძლება ტყვია მისწვდეს დასაცავ ობიექტს. ან, თუ შეთქმულების თეორიის ჭიით იყო დაავადებული, ამ „ევროპულად მოაზროვნე“ ძებისაშვილმა იმას მაინც რატომ არ მიაქცია ყურადღება, რომ როგორც მიტინგზე ზოგიერთი დამსწრე აცხადებს, ისინი მიუთითებდნენ დაცვის თანამშრომლებს სახურავზე მცოცავ ახალგაზრდაზე, დაცვამ კი ამის სრული იგნორირება მოახდინა.

უფრო მეტიც, ახალგაზრდა ქილერს სროლის განხორციელებამდე პირდაპირ შეჯახებია სახურავზე ამავალი პოლიციელი, მაგრამ პოლიციელი უიარაღოდ იყო და უკან ჩამოვიდაო. ამ უცნაურ ფაქტებზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, მაგრამ შეთქმულების თეორიის ასეთი მიმართულებით წაყვანა „ევროპელი“ ძებისაშვილისთვის მომგებიანი არ იქნებოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში კვალი იმათკენ წავიდოდა, ვისთვისაც ტრამპის ფიზიკური განადგურება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ცოცხალი და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების რეალური კანდიდატი ტრამპი ხომ მისი მოწინააღმდეგე ლიბერალი ფაშისტებისათვის პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია.

სხვათა შორის, არა მხოლოდ ამერიკაში... რა სისულელეს არ ათქმევინებს ადამიანს პოლიტიკური სიკვდილის შიში. ამ საშინელი მაქინაციების შემოქმედი, პუტინის თანაკონსპირატორი, ამერიკაში სამოქალაქო ომის გამღვივებელი ტრამპი თუ აირჩია „ბრიყვმა ამერიკელმა ხალხმა“, მერე ტრამპი ნატოსაც და ევროპასაც გააკონტროლებს. ამიტომ ამის შემდეგ „აირჩიე ევროპამ“ უნდა გადაირქვას სახელი „ცოტა ხანი დაგველოდე ევროპა“ დაირქვას. P. S. სხვათა შორის, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ იმის მეორე დღეს შეიქმნა, რაც ჩვენს მიერ მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნება გამოცხადდა," - წერს კაკაბაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი