გვირგვინივით აჯდება, „მკვდარი ცხენის თეორია“ ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას, არა?! ქმნიან პარტიებს, ცვლიან სპიკერებს, აწყობენ აქციებსა და მარშებს თუმცა - მკვდარ ცხენს ვერ აცოცხლებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 მარტი 2025, 16:39
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის გეგმებს ეხმიანება. ექსპერტი „მკვდარი ცხენის თეორიაზე“ წერს და აღნიშნავს, რომ ეს თეორია ზუსტად ერგება რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც არ სურს რეალობას თვალი გაუსწოროს.

„"მკვდარი ცხენის თეორია" - სტრატეგიულ მენეჯმენტში, "კლასგარეშედ" ისწავლება, როგორც მეტაფორა, სატირული მაგალითი უმეცრებისა თუ როგორ ვერ ათვითცნობიერებენ ორგანიზაციები და ჯგუფის ლიდერები რეალობას და ყველა ხერხს მიმართავენ "მკვდარი ცხენით" იჯირითონ.

ცვლიან  უნაგირებს, ლაგმებს, მხედრებს, მომვლელებს, ვეტ-ექიმებს და კვების რაციონსაც კი, ოღონდ რეალობას თვალი არ გაუსწორონ.

საბოლოოდ ისეთ პარადოქსსაც კი მამართავენ, რომ სიტყვა მკვდარსაც უცვლიან შინაარს, რომ ყველა დააჯერონ ცხენის ჯირითის უნარსა და შესაძლებლობაში.

როგორ გვირგვინივით აჯდება, ეს თეორია ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას, არა?!

ქმნიან პარტიებს, ცვლიან სპიკერებს, სახელებს უცვლიან გაერთიანებებს, ადგენენ ქარტიებსა და მანიფესტებს,  აწყობენ აქციებსა და მარშებს თუმცა - მკვდარ ცხენს ვერ აცოცხლებენ.

ჰოდა, ბოლო პარადოქსსაც მიაღწიეს -  უყურებენ  საკუთარ სასოწარკვეთილ მდგომარეობას, მაგრამ ყველას აჯერებენ, რომ მკვდარ ცხენსაც შეუძლია დოღის მოგება!

ეგრე გააგრძელეთ, ტემპი არ დააგდოთ, თქვე საცოდავებო!“- წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი