ევროკომისიის ანგარიში: საქართველომ დააფიქსირა ძლიერი ეკონომიკური ზრდა - მშპ-ის ზრდამ 2024 წელს 9.4% შეადგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
493 04 ნოემბერი 2025, 20:50
საქართველომ დააფიქსირა ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რაც კერძო და სამთავრობო მოხმარებამ განაპირობა, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.

„მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2024 წელს 9.4% შეადგინა. ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო კერძო და სამთავრობო მოხმარება, რაც სტიმულირებული იყო ხელფასების მკვეთრი ზრდით, დასაქმების გაფართოებით და სწრაფად მზარდი სამომხმარებლო სესხებით. ამავე პერიოდში, ინვესტიციებიც აგრძელებდა ზრდას, რასაც ხელი შეუწყო ბიზნეს სესხების ზრდამ, საწარმოების კარგმა ფინანსურმა შედეგებმა და ძლიერმა საჯარო ინვესტიციებმა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „ზრდა მდგრადად გამოიყურება, მაგრამ ის ექვემდებარება კლების რისკებს, რაც, კერძოდ, გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობით და გაურკვეველი საერთაშორისო გარემოთია განპირობებული“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მსხვილი ბანკები წლების განმავლობაში არ ატყობინებდნენ შესაბამის ორგანოებს ეპშტეინის საეჭვო ტრანზაქციების შესახებ
Moody's-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 6.4%-მდე გააუმჯობესა
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
არქივი