ლილუაშვილის გოიმურად და ვითომ ჩეკისტურად დალაგებული სქემა ხაბეიშვილის ფაქტორით იშიფრება!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
272 23 დეკემბერი 2025, 23:13
როცა ნაცმედიები ლილუაშვილს ქოლცენტრებთან კავშირში “ამხელდნენ”, მათი ე. წ. “ნიუსპოვოდი” და ლილუაშვილის მთავარი მამხილებელი იცით ვინ იყო? ვინ “ებრძოდა” მას თავგამოდებით და ვის ციტირებდნენ ნაცმედიები? ვინ იყო ის ერთადერთი ყველაზე შეუპოვარი პოლიტიკოსი, ვინც ბოლომდე ჩაყვა ლილუაშვილს?! - თავად ლილუაშვილის დახელფასებული აგენტი ლევან ანიტა ხაბეიშვილი - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, გასკდა ამბავი, რომ ნაცების მედიები ქოლცენტრებიდან ფინანსდებოდა და ლილუაშვილსაც ჰქონდა თავისი “პაიოკი”.

„ლილუაშვილის გოიმურად და ვითომ ჩეკისტურად დალაგებული სქემა ხაბეიშვილის ფაქტორით იშიფრება!

გასკდა ამბავი, რომ ნაცების მედიები ქოლცენტრებიდან ფინანსდებოდა და ლილუაშვილსაც ქონდა თავისი “პაიოკი”. 

დაზღვევის მიზნით ლილუაშვილმა დაალაგა და ნაცების ტელევიზიები მას “ამხელდნენ” იქ, სადაც არაფერი ხდებოდა - თავს ესხმოდნენ არასწორ მისამართებზე, რეალური ქოლცენტრები კი გუგუნებდა, არც მაშინდელი სუსი იყო მომკითხავი და არც “კრიტიკული მედია”. 

მეტი დამაჯერებლობისთვის ლილუაშვილმა ნაცმედიას უჩივლა და პროცესიც მოიგო. 

მაგრამ ჰოლივუდური კვანძი ერთი სასაცილო ამბით იხსნება: 

როცა ნაცმედიები ლილუაშვილს ქოლცენტრებთან კავშირში “ამხელდნენ”, მათი ე. წ. “ნიუსპოვოდი” და ლილუაშვილის მთავარი მამხილებელი იცით ვინ იყო? ვინ “ებრძოდა” მას თავგამოდებით და ვის ციტირებდნენ ნაცმედიები? ვინ იყო ის ერთადერთი ყველაზე შეუპოვარი პოლიტიკოსი, ვინც ბოლომდე ჩაყვა ლილუაშვილს?! - თავად ლილუაშვილის დახელფასებული აგენტი ლევან ანიტა ხაბეიშვილი…

მთავარ როლებში:
გრიგოლ და სანდრო ლილუაშვილები
ანიტა ხაბეიშვილი
ნოდარ მელაძე
დავიდ კეზერაშვილი
გიორგი თარგამაძე
დები ქაჯაიები
და სხვები 
კოსწიუმების მხატვარი ნიკა გვარამია
მუსიკა ნიკა მემანიშვილი“ - წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი