საჯარო დისკუსიის აღდგენა ნიშნავს პოლიტიკის დაბრუნებას ჩარჩოებში, სადაც მთავარი ღირებულება არგუმენტია და არა აგრესია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
215 22 იანვარი 2026, 16:42

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, საჯარო დისკუსიისა და დებატების დაბრუნების შესახებ, წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ფუნქციონირებადი დემოკრატია ვერ იარსებებს მაშინ, როცა საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, შეადაროს არგუმენტები და გადაწყვეტილება ემოციის ნაცვლად, გააზრებული ანალიზის საფუძველზე მიიღოს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, საჯარო დისკუსიის აღდგენა ნიშნავს პოლიტიკის დაბრუნებას ჩარჩოებში, სადაც მთავარი ღირებულება არგუმენტია და არა აგრესია. მისივე თქმით, ეს ინიციატივა ხელს უწყობს არა მხოლოდ პოლიტიკური კულტურის ამაღლებას, არამედ მედიის გაჯანსაღებასაც.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, საჯარო დისკუსიისა და დებატების დაბრუნების შესახებ, წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ფუნქციონირებადი დემოკრატია ვერ იარსებებს მაშინ, როცა საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, შეადაროს არგუმენტები და გადაწყვეტილება ემოციის ნაცვლად, გააზრებული ანალიზის საფუძველზე მიიღოს.

ბოლო წლების განმავლობაში, დასავლურ პოლიტიკურ სივრცეში, აშკარად შეიმჩნევა ტენდენცია, საჯარო სივრცე თანდათან იცლება შინაარსიანი განხილვისგან და იცვლება რადიკალიზაციით, იარლიყებითა და ხმაურით. ამ პირობებში საზოგადოება კარგავს სრულფასოვანი ინფორმირების შესაძლებლობას.

საჯარო დისკუსიის აღდგენა ნიშნავს პოლიტიკის დაბრუნებას ჩარჩოებში, სადაც მთავარი ღირებულება არგუმენტია და არა აგრესია. ეს ასეთ პირობებში მოქალაქე იღებს უფრო სრულ სურათს – ხედავს არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ ალტერნატივებსაც“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
არქივი