ცოტნე ანანიძე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე: სულხან თამაზაშვილი იმ სამთავრობო გუნდის წევრია, რომელმაც საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
142 21 თებერვალი 2026, 19:20
სულხან თამაზაშვილი სწორედ იმ სამთავრობო გუნდის წევრია, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინა, - ასე ეხმიანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილს, რომელშიც საუბარია, თითქოს, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, ოთარ რომანოვ ფარცხალაძესთან კონტაქტზე იმყოფებოდა.

ანანიძის განცხადებით, სულხან თამაზაშვილის თბილისის პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნისას დააკავეს დანაშაულის ჩამდენი პირები, ხოლო, ორგანიზატორებს, სხვა დანაშაულის ჩადენისთვისაც წარედგინათ ბრალდება, შესაბამისად, ეს ფაქტები ცალსახადა გამორიცხავს თამაზაშვილის მხრიდან ბრალდებულების მფარველობას.

"სულხან თამაზაშვილი სწორედ იმ სამთავრობო გუნდის წევრია, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინა.
დანაშაულის ჩამდენი პირები დაკავებულნი არიან მისი, როგორც თბილისის პოლიციის ხელმძღვანელის, პერიოდში. ამავე პერიოდში აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორებს სხვა დანაშაულის ჩადენისთვისაც წარედგინათ ბრალი.
ეს ფაქტები ცალსახად გამორიცხავს თამაზაშვილის მხრიდან ბრალდებულების მფარველობას.
შესაბამისად, მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელის მიერ ოპოზიციურ მედიაში გავრცელებული წერილი მხოლოდ ბრაზის კვალია და კიდევ ერთხელ გვახსენებს ანდაზას - „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“," - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი