პაპუაშვილი: 4 წლის წინ უკრაინის მაშინდელმა პრემიერმა მოითხოვა, საქართველოს ხელისუფლებას დაეორგანიზებინა მოხალისეების გაგზავნა - იმ დღეს დავინახეთ, რამდენიმე ათასი ქართველი მზად არის უცხოს მითითებით ქვეყანა საომარ პოლიგონად გადააქციოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
178 28 თებერვალი 2026, 14:34

ზუსტად 4 წლის წინ, 2022 წლის 28 თებერვალს, ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს უკრაინის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ მოითხოვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაეორგანიზებინა მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საომრად, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილი აქვე იხსენებს, რომ იმ დღეს რამდენიმე ათასი ქართველი უცხო ქვეყნის დროშებით პარლამენტის წინ შეიკრიბა და საკუთარი მთავრობისგან სხვა ქვეყნის მთავრობის მოთხოვნისადმი დამორჩილება მოითხოვა.

„ზუსტად 4 წლის წინ, 2022 წლის 28 თებერვალს, ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს უკრაინის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ მოითხოვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაეორგანიზებინა მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საომრად.

მეტიც, მან ქართულ ენაზე მიმართა საქართველოს მოქალაქეებს და საკუთარი მთავრობის იძულებისკენ მოუწოდა.

იცოდა, ვისაც მიმართავდა. მე-5 კოლონამ - ლელო, გირჩი, სირცხვილია, დემოკრატიის მცველები - ეს დავალება კარგად გაიგო და აქციის ორგანიზებაც დაიწყო.

იმ დღეს რამდენიმე ათასი ქართველი უცხო ქვეყნის დროშებით პარლამენტის წინ შეიკრიბა და საკუთარი მთავრობისგან სხვა ქვეყნის მთავრობის მოთხოვნისადმი დამორჩილება მოითხოვა.

იმ დღეს დავინახეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე ათასი ქართველი, რომელიც მზად არის უცხოს მითითებით საკუთარი ქვეყანა საომარ პოლიგონადაც კი გადააქციოს.

იმ დღის შემდეგ, ამ რამდენიმე ათას ქართველს კიდევ ბევრჯერ გამოიყენებენ მე-5 კოლონად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ბოლოს ეს 2025 წლის 4 ოქტომბერს მოხდება, როდესაც მათ, ბრიუსელის მხარდაჭერის ფონზე, თვითმმართველობის არჩევნების ჩასაშლელად და ხელისუფლების დასამხობად გამოიყვანენ", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი