გედევან ფოფხაძე: თუ რუსეთის მოქალაქე საქართველოში ჩამოდის და ისვენებს, არ მიმაჩნია, რომ რადგან რუსია, არ უნდა შემოვუშვათ. არ მგონია ოპოზიციაში ასეთი განწყობები იყოს. რუსული კულტურა იქნება, თეატრი, ლიტერატურა თუ პოეზია ჩემთვის ძალიან ახლობელია, ამას მე ომს არ ვუცხადებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 05 აგვისტო 2026, 12:17

მგონია, რომ ამათი წერილები და განცხადებები უნდა შეაფასოს ფსიქიატრმა და არა პოლიტიკოსმა, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით.

მისი თქმით, “კობახიძის ეს შემოგდებული თემა გათვლილია იმ მასებზე, რომლებიც სოციალურ მძევლობაში აიყვანა რეჟიმმა და პროპაგანდის მიმართ არის მგრძნობიარე.”

კითხვაზე, დღეს რა პოზიცია აქვს ოპოზიციას რუსეთთან დაკავშირებით, ფოფხაძე პასუხობს, რომ გამორიცხავს რუსეთთან რამე ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს.

„პირველ რიგში, იმიტომ, რომ ოკუპანტია. მეორე, ის სტანდარტი, რაც მათ უკრაინაში გაჩაღებული ომით, მსოფლიოს შესთავაზეს, ეს არის სახიფათო სტანდარტი. თუ რუსეთის მოქალაქე საქართველოში ჩამოდის და ისვენებს, არ მიმაჩნია, რომ რადგან რუსია, არ უნდა შემოვუშვათ. არ მგონია ოპოზიციაში ასეთი განწყობები იყოს. რუსული კულტურა იქნება, თეატრი, ლიტერატურა თუ პოეზია ჩემთვის ძალიან ახლობელია. ამას მე ომს არ ვუცხადებ და ხაზს არ ვუსვამ. ჩემ წრეში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან აგრესიულები არიან და იმ დონეზე არიან, რომ ყველაფერი რუსული არის ბოროტება. მე მიმაჩნია, რომ ბოროტებას არ შეიძლება ჰქონდეს ეროვნული კუთვნილება. მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი რუსი პატრიოტია საქართველოს და ქართული იდეის“, - განაცხადა ფოფხაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს
ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო, ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია
ტაბახმელაში თრიალეთის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ჰიდროციკლით მოძრავი მამაკაცი, რომელიც ურეკის სანაპიროსთან, ზღვაში მყოფ მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დააჯარიმეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
არქივი