თამარ ჩიბურდანიძე: რასაც ევროპული სახელმწიფოები დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ აღწევენ ჩინეთთან, საქართველომ უკვე მიაღწია და ოპოზიცია ამას აპროტესტებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ოქტომბერი 2023, 14:52
გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი "ევროპელი" ოპოზიცია ვერ ან არ ხედავს თავად ევროპაში მიმდინარე პროცესებს, თუ როგორ ცდილობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა

ჩიბურდანიძის თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს ხელს არ უშლის სტატუსის მოცემაში და ევროკავშირის წევრობაში. 

„გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი "ევროპელი" ოპოზიცია ვერ ან არ ხედავს თავად ევროპაში მიმდინარე პროცესებს, თუ როგორ ცდილობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას. იმას, რასაც ევროპული სახელმწიფოები დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ აღწევენ ჩინეთთან, საქართველომ უკვე მიაღწია და ოპოზიცია ამას აპროტესტებს. 

ბუნებრივია, ვხვდებით, რომ მათ ინტერესებში არ შედის საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება. თუკი ჩვენი ქვეყანა ძლიერი იქნება, მაშინ აღარ იქნება სხვაზე პოლიტიკურად დამოკიდებული. ეკონომიკური სიძლიერე კი ლუკმა-ლუკმა დაპურებით არ მიიღწევა, რომ არც მოვკვდეთ და არც გავძლიერდეთ. ასე ხდებოდა დღემდე. დღეს სწორედ ის ებრძვის საქართველო - ჩინეთის სტრატეგიულ თანამშრომლობას, ვისაც ჩვენთვის ეკონომიკური და ამასთანავე, პოლიტიკური არტახების აშვება არ სურს. 

აღმოსავლეთის ახალმა ლიდერმა სახელმწიფოებმა და უმთავრესად, ჩინეთმა, დააბალანსა მსოფლიო პოლიტიკა. ეს არის 21-ე საუკუნის უკვე დიდი მონაპოვარი და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ იგივე დაბალანსებული პოლიტიკა ვაწარმოოთ საქართველოშიც, რაც არის ოქროს გასაღები ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა მივყვეთ პროცესებს და არ ჩავრჩეთ წარსულში. პროგრესი მხოლოდ ამით მიიღწევა. 

დავეთანხმები ხელისუფლებას იმაში,  რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ხელს არ უშლის სტატუსის მოცემას და ევროკავშირის წევრობას. პირიქით, ჩინეთთან ამის მიღწევა არის ერთ-ერთი გარანტი ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების“, - წერს ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი