რეპერი მასტერი: ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ჩვენი დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება, მიზეზად კი დასახელდა ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 თებერვალი 2024, 11:19

ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ჩვენი დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება. მიზეზად კი დასახელდა ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე. წერილების შინაარსზე დროის დაკარგვა ალბათ არ ღირს, - ამის შესახებ რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი, სოციალურ ქსელში წერს.

რეპერის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც მან „დრაგ ბოლზე" მომღერალ ნანი ბრეგვაძის მიწვევა გააპროტესტა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება აზრს არ შეაცვლევინებს და კვლავ იქნება იმ პროპაგანდის და ორგანიზაციების წინააღმდეგი რომლებიც ფინანსდებიან მხოლოდ იმ მიზნით, რომ მეტ ადამიანში გამოიწვიონ დაპირისპირება, ზიზღი, მოახდინონ ტრადიციებისა და წესების შეცვლა.

„ქეთი მელუას ლეიბლმა და თავად მომღერალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ჩვენი დუეტის ლიცენზია, ანუ მოითხოვეს სიმღერის აღება. მიზეზად კი დასახელდა ქართული LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე. წერილების შინაარსზე დროის დაკარგვა ალბათ არ ღირს.

ყურადსაღებია რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პროტესტი გამოვხატე ფაქტზე, რომელიც ეხებოდა ნანი ბრეგვაძის „დრაგ ბოლზე“ მიწვევას. ნანიმ ივენთზე აღარ იმღერა და ახლა ალბათ მათი მხრიდან "რევანშის" დრო იყო. ვფიქრობ სრულიად უსამართლოა ეს გადაწყვეტილება, რადგან ამ კონკრეტულ სიმღერას არ ჰქონდა არანაირი შეხება ამ თემასთან და მასზე დაიხარჯა უდიდესი დრო და ენერგია, არ იფიქროთ ვწუწუნებდე ამ თემაზე, უბრალოდ ყველა ჩემი სიმღერა ჩემთვის ძვირფასია, მითუმეტეს როცა მსმენელი მას ასე იყვარებს...

ეგ არაფერი, აქამდე არ შევუჩერებივარ არაფერს ამ გზაზე და არც ეს იქნება ბარიერი, რომელიც აზრს შემაცვლევინებს. ყველამ იცით რომ, მე არ ვდგავარ ადამიანების წინააღმდეგ ვინც სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენს. მე ვარ წინააღმდეგი პროპაგანდისა და იმ ორგანიზების რომლებიც, არა თუ ადამიანების უფლებებზე ფიქრობენ, არამედ ფინანსდებიან მხოლოდ იმ მიზნით რომ მეტ ადამიანში გამოიწვიონ დაპირისპირება, ზიზღი, მოახდინონ ჩვენი ტრადიციებისა და დაუწერელი წესების შეცვლა, ყველაფერი დაიყვანონ პრიმიტიულ დონემდე და ეს ყველაფერი წარმოაჩინონ მათი სტანდარტებით, სადაც ტრადიციულად მოაზროვნე ადამიანი ბნელი და აგრესორია, ხოლო ადამიანი რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა - თანამედროვე და ნათელ მხარეს მდგომი.

ვიცი ბევრს „კეთილმოსურნეს“ გაუხარდება ეს ამბავი, მაგრამ ეგ არაფერი, კიდევ უფრო ბევრნი არიან ადამიანები, რომლების გვერდში დგომასაც ვგრძნობ და მათ დაღალატებას არ ვაპირებ არც ერთი სიმღერის ფასად!!! მადლობა და მიყვარხართ“, - წერს გიორგი პავლიაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი