ლევან ნიკოლეიშვილი - ორმაგი სტანდარტები და ყალბი ნარატივები, რაც შეიძლება მათთვის არ შეიძლება ჩვენთვის, ახალი არ არის. ამის დასტური კი ურსულა ფონ დენ ლაინის განცხადებაა, რომელსაც უცხოური ჩარევები არჩევნების მთავარ საკვანძო საკითხად მიაჩნია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 მაისი 2024, 12:20
საინტერესოზე უფრო ამორალური აღმოჩნდა ლამის მთელი დასავლეთის გააფთრებული წინააღმდეგობა ქართულ კანონთან მიმართებაში, თან ვერავინ გვეუბნება რატომ არ უნდა ჰქონდეს ჩვენ სახელმწიფოს იგივე დაცვის კანონიერი მექანიზმი, რაც მათ აქვთ“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. 


ექსპერტი თავის პოსტში გამოცემა Politico-ს სტატიის შესახებ წერს, რომლის თანახმადაც,  ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს. 


„მსოფლიოს უსაფრთხოება დიდი რყევების წინაშეა. სულ რომ თავი დავანებოთ საქართველოში ხელოვნურად შექმნილ, თუმცა საკმაოდ სახიფათო გადატრიალების მცდელობას, მოდით შევხედოთ ზოგადად რა და სად ხდება. აგერ უკვე მეორე წელია რუსეთ უკრაინის ომი მიმდინარეობს, ორივე მხრიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანის მსხვერპლის მიუხედავადაც, როდის დამთავრდება საბრძოლო მოქმედებები ზუსტად არავინ არ იცის. აღმოსავლეთში ისრაელი მანამდე არ აპირებს გაჩერებას სანამ ბოლო ტერორისტი ლიკვიდაციას არ დაასრულებს. თავდასხმა მოხდა სლოვაკეთის პრეზიდენტზე, ირანის პრეზიდენტი კი საერთოდ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. აშშ-ს, კანადას და დიდ ბრიტანეთს აქვთ კანონი რომელიც უცხოური გავლისაგან იცავს თავიანთ ქვეყნებს, ევროპაში აქტიურად მიმდინარეობს მუშობა ამ მიმართულებით, საფრანგეთმა საერთოდ დაზვერვის ინფორმაციის დაყრდნობით გადაწყვიტა ამ კანონის მიღება, თურმე აშშ-გან დაცვა ჭირდება მინიმუმ მის ეკონომიკას, მიუხედავად იმისა, რომ ორივე სახელმწიფო, ერთი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსის, ნატოს წევრები არიან. ჩვენთან კი ანალოგიური კანონის მესამე მოსმენით მიღება, რადიკალურ ძალებს რევოლუციას თუ რევოლუციის რეპეტიციის სურვილი გაუჩინა. საინტერესოზე უფრო ამორალური, აღმოჩნდა ლამის მთელი დასავლეთის გააფთრებული წინააღმდეგობა ქართულ კანონთან მიმართებაში, თან ვერავინ გვეუბნება რატომ არ უნდა ჰქონდეს ჩვენ სახელმწიფოს იგივე დაცვის კანონიერი მექანიზმი, რაც მათ აქვთ. აქ ყურადსაღები ალბათ მაინც ორმაგი სტანდარტია, იგივე პრინციპით დასავლეთი ლამის ყოველთვიურად უწესებს სანქციებს რუსეთს, ოღონდ ამათ შორის სავაჭრო ბრუნვა უფრო გაზარდა, რომ არაფერი არ ვთქვათ ევროპის რუსეთთან ნავთობ დამოკიდებულებაზე. სავარაუდოდ წლის ბოლოს მსოფლიო დაიწყებს სტაბილურობისკენ უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას, რაც ახალი არჩევნების ფონზე ახლი ლიდერებს გამოჩენით დასრულდება, როგორც შეერთებულ შტატებში ასევე ევროპაშიც. წლის ბოლო იქნება ის ამოსავალი წერტილი როდესაც ფსევდო ლიბერალიზმის ბზარები უკვე მათ დამარცხებაში აისახება, ქვეყნები კი სუვერენიტეტის გაძლიერებას, ყალბი ფასეულობების მაგივრად, ტრადიციებსა და კულტურას დაუთმობენ მეტ დროსა და ადგილს. რაც შეგვეხება, ჩვენ ისევ პრინციპულები უნდა ვიყოთ ჩვენი სუვერენიტეტის და ჩვენი კანონების დასაცავად, თორემ ორმაგი სტანდარტები, და ისეთი ყალბი ნარატივები რაც შეიძლება მათთვის არ შეიძლება ჩვენთვის ახლი არ არის. ამის დასტური კი აგერ ურსულა ფონ დენ ლაინის განცხადება გახლავთ, რომელსაც უცხოური ჩარევები არჩევნების მთავარ საკვანძო საკითხად მიაჩნია, ჩვენც ასე მიგვაჩნია მაგრამ, დასავლეთი თურმე ჩვენსას რუსულს უწოდებს თავისას კი ევროპულს- ჩემი აზრით კი ჩვენი კანონი ქართული და ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისია, სხვა ქვეყნების კი სწორედაც  რუსულ- ამერიკულის ნაზავი,“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი