დავით ქართველიშვილი ხელისუფლებას: ნუ გვაიძულებთ საკუთარი და ჩვენი ოჯახის წევრთა ღირსების დაცვას მამაპაპისეული ხერხებით - ცოტაღა დაგვრჩა, სამართლის ძიების ამ გზას სრულიად საქართველო დაადგეს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 01 ივნისი 2024, 17:46
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხელისუფლებას მიმართავს ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მოსახლეობა იძულებული არ გახდეს საკუთარი თავისა და ოჯახის წევრთა ღირსების დასაცავად მამაპაპისეულ ხერხებს მიმართონ.
მისივე თქმით, „ნოდარ მელაძის შაბათის„ დღევანდელი ანონსის მამუკა მდინარაძის მშობლებთან მივარდნის თაობაზე ნახვის შემდეგ გაახსენდა ორი წლის წინანდელი ფაქტი, როდესაც „ნოდარ მელაძის შაბათის„ გადამღებმა ჯგუფმა სოფლის სახლიდან ერთადერთი გასასვლელი გზა გადაუღობა და პროვოკაციული შეკითხვებით მისი მწყობრიდან გამოყვანა სცადა.
„ვნახე "შავNOდარას" დღევანდელი ანონსი მამუკა მდინარაძის მშობლებთან მივარდნის თაობაზე. ჩემთან, მელაძის მიერ ორი წლის წინანდელი მივარდნა გამახსენდა, როდესაც იმავე გადამღებმა ჯგუფმა სოფლის სახლიდან ერთადერთი გასასვლელი გზა გადამიღობა და პროვოკაციული შეკითხვებით ჩემს მწყობრიდან გამოყვანას უშედეგოდ ცდილობდა. ზუსტად ერთ წელიწადში, ათასობით მეგობარს და გულშემატკივარს, ჩემს მოკრძალებულ სოფლის სახლში ჩემი შვილის პანაშვიდსა და გასვენებაში მოუხდა მოსვლა, მაგრამ არც მაშინ და არც დღეს ჩემმა "სიმდიდრემ" არავინ გააოცა. ხოლო ჩემს მეზობლად ლომჯარიას თანამშრომლის მშენებარე სახლი არც მაშინ, და არც დღეს არავის, მათ შორის "შავNOდარას" მხედველობის არეში, არ მოხვედრია. სამაგიეროდ, იმავე "შავNOდარას" ჟურნალისტს არ დაზარებია ჩემთვის კითხვის დასმა, რატომ დავდივარ საღამოობით გარდაცვლილი შვილის საფლავზე და რას მეტყოდა ის დღეს, "რუსული კანონის" ერთ-ერთ შემქმნელს, ცოცხალი რომ ყოფილიყო. "მადლობელი" ვარ ამ ჟურნალისტის, რომ მეგის ქარდავას ზონდერის მსგავსად, ჩემს დედას და ახლობლებს არ შეეხო ისე, როგორც ეს ნათია ბერიძეს და მის ოპერატორს აკადრეს გუშინ. მაშინ ჩვენი დიალოგი ალბათ სულ სხვანაირად დასრულდებოდა.
მაგრამ, ვიღაც რომ დაადგეს დედაჩემს ისევე, როგორც ეს მამუკა მდინარაძის დედას აკადრეს, ან ვიღაცამ რომ "მისადკავოს" ჩემი შვილის საფლავთან - მაშინ იმ "ლინჩის სასამართლოსი" არავის გაუკვირდეს, რასაც ამ გან-სული-ერებულ არსებებს გავუმართავ. ამიტომაც მივმართავ ხელისუფლებას, ნუ გვაიძულებთ საკუთარი და ჩვენი ოჯახის წევრთა ღირსების დაცვას მამაპაპისეული ხერხებით. ცოტაღა დაგვრჩა, სამართლის ძიების ამ გზას სრულიად საქართველო დაადგეს!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი