გია აბაშიძე: ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატების დანიშვნაზე „ერთსულოვანი" გადაწყვეტილება ჩავარდა. მაკრონისა და შოლცის წინადადებებმა, ხელახლა არჩეულიყო ურსულა ფონ დერ ლაიენი, ვერ მოიპოვა ყველა ლიდერის მხარდაჭერა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 18 ივნისი 2024, 10:48

„ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატების დანიშვნაზე „ერთსულოვანი" გადაწყვეტილება ჩავარდა“, - ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც გია აბაშიძე აღნიშნავს, ბრიუსელში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის მონაწილეებმა გაერთიანების ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მაკრონისა და შოლცის წინადადებებმა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩეულიყო ურსულა ფონ დერ ლაიენი, ვერ მოიპოვა ყველა ლიდერის მხარდაჭერა.

ანალიტიკოსის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები 27-28 ივნისს ხელახლა შეიკრიბებიან ბრიუსელში. ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტზე კენჭისყრა ივლისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

„ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატების დანიშვნაზე „ერთსულოვანი" გადაწყვეტილება ჩავარდა. ბრიუსელში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის მონაწილეებმა გაერთიანების ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მაკრონისა და შოლცის წინადადებებმა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩეულიყო ურსულა ფონ დერ ლაიენი, ვერ მოიპოვა ყველა ლიდერის მხარდაჭერა. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, გაჩნდა ადრეული კონსენსუსი ფონ დერ ლაიენის მეორე ვადაზე, ხოლო პორტუგალიის ექს-პრემიერი ანტონიო კოსტა მოიაზრება შარლ მიშელის შემცვლელად, ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარედ მალტელი რობერტა მეცოლას დატოვება და ბორელის შეცვლა ესტონეთის პრემიერ კაია კალასით ევროპის ტოპ დიპლომატის პოსტზე. თუმცა, ევროპარლამენტში მაინც პირველ ადგილზე გასულმა ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) მოითხოვა მეტი ძალაუფლება - ევროკომისიაში ფონ დერ ლაიენის გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვადის ორად გაყოფა და პორტუგალიელი სოციალისტის, ანტონიო კოსტას ჩანაცვლება 2,5 წელიწადში მემარჯვენე-ცენტრისტული EPP-ის კადრით. ცხადია, ეს გააწბილა სოციალ-დემოკრატების ჯგუფი და დაპირისპირებას ხელი შეუწყო წარმავალმა შარლ მიშელმა, რომელიც თავის მხრივ, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელახლა არჩევას. ამასთან, საკუთარი პრეტენზიები წამოაყენა იტალიის ულტრამემარჯვენე პრემიერმა ჯორჯია მელონიმ, რომლის „იტალიის ძმებმა" საგრძნობ წარმატებას მიაღწია ევროარჩევნებში. იტალიის პრემიერ-მინისტრმა გააპროტესტა დისკუსიისადმი მიდგომის ტიპი. „არაფორმალური შეხვედრა უნდა წარმოადგენდეს იმ მომენტს, როდესაც განხილული უნდა იყოს თუ რა უნდა გაკეთდეს ევროპული არჩევნების სიგნალების ფონზე და შემდეგ, ამ საწყისი წერტილიდან, დაიწყოს დისკუსია მთავარი თანამდებობების დასახელებაზე და არა პირიქით“, - თქვა მელონიმ დისკუსიის მონაწილე ერთ-ერთი დიპლომატის ცნობით. ევროკავშირის ლიდერები 27-28 ივნისს ხელახლა შეიკრიბებიან ბრიუსელში. ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტზე კენჭისყრა ივლისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი