დავით ქართველიშვილი: ანგლიკანური ეკლესია სულ უფრო ხშირად დაკავებულია „გენდერულად ნეიტრალური“ ლოცვების შემოღებით ან ერთსქესიანი წყვილების ამა თუ იმ ფორმით აღიარებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 ივნისი 2024, 15:35

„მზარდი ეთნოკულტურული დიასპორები, რომელთა რიგები ყოველწლიურად მილიონობით მიგრანტებით ივსება, განსაზღვრავს „დიადი ინგლისის მომავლის“ რელიგიურ ლანდშაფტს,“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის „დექრისტიანიზაციის“ პროცესის ანალიზს აკეთებს.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, შოტლანდიაში, უელსსა და ინგლისში შეინიშნება ანგლიკანურ ეკლესიაში მრევლის შემცირება.

გარდა ამისა, როგორც ქართველიშვილი წერს ეკლესია სულ უფრო ხშირად დაკავებულია „გენდერულად ნეიტრალური“ ლოცვების შემოღებით ან ერთსქესიანი წყვილების ამა თუ იმ ფორმით აღიარებით. ესეც რომ არა, მთელ დიდ ბრიტანეთში მკვეთრად იზრდება მეჩეთებისა და ბუდისტური ტაძრების რაოდენობა.

„სამწუხაროდ მზარდი ტემპებით მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთის "დექრისტიანიზაციის" პროცესი. შოტლანდიის ეკლესია ამჟამად თავის 100 ტაძარს ყიდის, რომელთაგან ზოგიერთი 300 წლის წინ აშენდა. თანაც ძალიან დაბალ ფასებში - 35 ათასი ფუნტიდან. მათი ახალი ძირითადი დანიშნულება - სასაწყობო მეურნეობა.

უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში შოტლანდიის ეკლესიის მრევლის რაოდენობა 80%-ით - ანუ 1 მილიონი ადამიანით შემცირდა. ახლა ის 250 ათასს არ აღემატება. ასევე 40%-ით შემცირდა მღვდლების (პასტორების) რაოდენობა. ამ ტემპით, 10-15 წელიწადში შოტლანდიის ეკლესია საერთოდ შეწყვეტს თავის არსებობას და მისი სამრევლო მეურნეობა „ჩალის ფასად" გაიყიდება.

რაც შეეხება ინგლისსა და უელსს, მანდ ქრისტიანთა ოდენობა პირველად დაეცა 50%-ზე ქვემოთ. აქედან, ბრიტანელების მხოლოდ 6%-მა აღიარა, რომ რეგულარულად დადის ეკლესიაში და ლოცულობს. ანგლიკანურ ეკლესიაში კვირაში ერთხელ წირვა-ლოცვაზე დამსწრე ადამიანების საერთო რაოდენობა 25 წლის განმავლობაში განახევრდა და დღესდღეობით 600 ათასს არ აღემატება. 2016 წლიდან დაწყებული, 300-ზე მეტი სამრევლო საერთოდ გაქრა.

დარჩენილი სამრევლოების მეოთხედი კი, აღარ ატარებს ყოველკვირეულ მსახურებას. ანგლიკანური ეკლესია სულ უფრო ხშირად დაკავებულია „გენდერულად ნეიტრალური“ ლოცვების შემოღებით ან ერთსქესიანი წყვილების ამა თუ იმ ფორმით აღიარებით. ყოველივე ეს კი, მხოლოდ ამძაფრებს თავის რელიგიურ კრიზისს, ემიჯნება საკუთარ მრავალსაუკუნოვან პრინციპებსა და ტრადიციებს რასობრივი და გენდერული დღის წესრიგის სასარგებლოდ. ამავდროულად, მთელ დიდ ბრიტანეთში მკვეთრად იზრდება მეჩეთებისა და ბუდისტური ტაძრების რაოდენობა, რომელთა საერთო რაოდენობა ამჟამად 2500-ს აღემატება.

მაგალითად ლონდონის ცენტრში, პიკადილის ქუჩის მახლობლად, ახლა იწყება დიდი სამსართულიანი მეჩეთის მშენებლობა. მზარდი ეთნოკულტურული დიასპორები, რომელთა რიგები ყოველწლიურად მილიონობით მიგრანტებით ივსება, განსაზღვრავს „დიადი ინგლისის მომავლის“ რელიგიურ ლანდშაფტს,“ - წერს დავით ქართველიშვილი. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი