დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონის ხელისუფლებას გერონტოკრატია მართავს, რომელიც „მკვდრად" ჩაეჭიდა ძალაუფლებას და სასტიკ უარზეა, საკუთარი გახრწნილი პოლიტიკა შეცვალოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ივნისი 2024, 12:02
შოტლანდიელმა ისტორიკოსმა ნილ ფერგიუსონმა თავის პუბლიკაციაში („გვიანი საბჭოთა ამერიკა") ასახა ბევრი ჩვენგანის მყარი მოსაზრება, მაგრამ იგივე ჩვენ რომ დაგვეწერა, კვლავ აყაყანდებოდა „ქვესკნელი" თავისი „ანტიდასავლური" და „აგრესიული" რიტორიკის, „აღშფოთებული შეშფოთებისა" და „დემოკრატიული უკუსვლის" თაობაზე. ასე რომ, მადლობა სერ ფერგიუსონს, რომელმაც სულ უფრო მეტი პარალელი გაავლო გვიანი „ბრეჟნევ-ჩერნენკოს საბჭოეთსა" და „ბაიდენის ამერიკას" შორის.“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს. 

მისი თქმით, ამერიკულ საზოგადოებაში სისტემური დეპრესიაა, სადაც, „კომუნიზმისა" არ იყოს, აღარავის სჯერა „ამერიკული ოცნებისა" და ნათელი მომავლის.

„თვით ეს ტერმინი - „გვიანი საბჭოთა ამერიკა", გაჩნდა ჯერ კიდევ 2020 წელს, აშშ-ში მძვინვარე არასტაბილურობის ფონზე. ხოლო მას შემდეგ, ის უფრო და უფრო აქტუალური გახდა. დიახ, ვაშინგტონის ხელისუფლებას გერონტოკრატია მართავს, რომელიც „მკვდრად" ჩაეჭიდა ძალაუფლებას და სასტიკ უარზეა, საკუთარი გახრწნილი პოლიტიკა შეცვალოს. ლიბერალური ელიტის იდეოლოგიურ საფუძველს დღეს რასობრივ-გენდერული თეორია წარმოადგენს, ხოლო საბჭოთა მმართველი ელიტებისთვის კომუნიზმი იყო, რისიც არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში ამ ელიტებსაც კი არ სჯეროდათ. ხოლო რიგითი ამერიკელებისა თუ საბჭოთა ადამიანების უმეტესობისთვის, ეს ორი მამოძრავებელი იდეოლოგია, მით უმეტეს, უცხო იყო და არის.

დღევანდელი ლიბერალური ამერიკის ძირითადი ინსტიტუტები, ნდობის რეიტინგების თვალსაზრისით (მედიიდან დაწყებული სასამართლოთი დამთავრებული), 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა სისტემის მიმართ არსებული საზოგადოებრივი დამოკიდებულების ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან. კონგრესის მიმართ ნდობა 8%-მდე დაეცა, მედიცინისა და განათლების დონე დღითიდღე უარესდება, ხოლო დანაშაულისა და ძალადობის დონემ აშშ-ში „ცუნამის" დამანგრეველ შედეგებს მიაღწია - ჯართში ჩაბარების მიზნით ქუჩაში სახანძრო ჰიდრანტებსა და ქუჩის განათების ელემენტებსაც კი იპარავენ.

გვიანი საბჭოთა კავშირის მსგავსად, ეცემა სიცოცხლის ხანგრძლივობაც. თუ სსრკ-ში ეს ალკოჰოლიზმის ტალღით იყო გამოწვეული, აშშ წალეკა ნარკომანიამ, რომლის მსხვერპლი ყოველწლიურად ასობით ათასი ამერიკელია; ხშირია ინფრასტრუქტურული კატასტროფები; სახელმწიფო ბიუჯეტის ორი ტრილიონი დოლარის ოდენობის დეფიციტის მქონე ქვეყანაში, ღრმავდება კოლოსალური ფულად-საკრედიტო პრობლემები. 

ყოველივე ამან კი ამერიკულ საზოგადოებაში გამოიწვია სისტემური დეპრესია, სადაც, „კომუნიზმისა" არ იყოს, აღარავის სჯერა „ამერიკული ოცნებისა" და ნათელი მომავლის. საუბარი აღარაა მსოფლიოში აშშ-ს სამხედრო დომინირების სისტემის შენარჩუნების სასოწარკვეთილ მცდელობაზე. შოტლანდიელი ისტორიკოსი ნილ ფერგიუსონი კი შიშობს, რომ ამჟამად მიმდინარე „ცივი ომი-2", რომლის პირველმა ანალოგმა დაანგრია საბჭოთა კავშირი, ამჟამად მსგავსი მისამართით გაუშვებს ამერიკასაც, რომელიც უბრალოდ ვეღარ გაუძლებს საკუთარი ხელითვე გამოწვეულ ამდენ კატაკლიზმებს.“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი