დავით ჩიხელიძე პარტიების „დროა“, „ახალი“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ გაერთიანებაზე- ამ გაერთიანებას პოლიტიკურ სივრცეში რაიმე ძვრების გამოწვევა და ხელშესახები შედეგის დადება არ შეუძლია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 09 ივლისი 2024, 19:22
„არც ერთი იყო ახალი, არც მეორე დროა და არც მესამე გირჩი, ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, როგორც ჩანს ახლა გაერთიანების დრო მოვიდა, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ ყოფილი ნაცი არ არსებობს“-ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ჩიხელიძე პარტიების „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ გაერთიანებას.
მისი შეფასებით ამ გაერთიანებას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რაიმე ძვრების გამოწვევა და ხელშესახები შედეგის დადება არ შეუძლია,
„არც ერთი იყო ახალი, არც მეორე დროა და არც მესამე გირჩი, ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, რომლებიც ბედის უკუღმართობამ თუ პოლიტიკურმა გათვლებმა სხვადასხვა პარტიაში გადაანაწილა, როგორც ჩანს ახლა გაერთიანების დრო მოვიდა, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ ყოფილი ნაცი არ არსებობს.
გვარამია ჯაფარიძე ხოშტარიას გაერთიანებისგან ახალს არაფერს ველოდები, ამ გაერთიანებას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რაიმე ძვრების გამოწვევა და ხელშესახები შედეგის დადება არ შეუძლია, ეს არის ე.წ. მკვდარშობილი გაერთიანება, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს“-წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი