დავით ჩიხელიძე: დასავლეთი არა მმართველ გუნდს, არამედ ქართველ ხალხს ებრძვის, პარტნიორებმა პირდაპირ უნდა გვითხრან, რატომ უგულებელყოფენ ქართველი ხალხის არჩევანს, ეს ხომ კოლონიალური დამოკიდებულებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 ივლისი 2024, 16:53

დასავლეთი არა მმართველ გუნდს, არამედ ქართველ ხალხს ებრძვის, რადგან მმართველი გუნდი სწორედ ქართველმა ხალხმა აირჩია. მათ (პარტნიორებმა) პირდაპირ უნდა გვითხრან, რატომ უგულებელყოფენ ქართველი ხალხის არჩევანს, ეს ხომ კოლონიალური დამოკიდებულება არის, დემოკრატია ასე არ მუშაობს, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

იგი გამოეხმაურა გერმანიის ელჩის განცხადებას, რომლის თანახმადაც, გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს, „თუ ქართველებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, მთავრობა ჩვენს კურსს უნდა დაუბრუნდეს“.

„თბილისში ორი დღის განმავლობაში შეხვედრები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, სადაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები განიხილავენ ევროკავშირში გაწევრების გზაზე თითოეული ქვეყნის შემდგომ ნაბიჯებს. შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ელჩები ესწრებიან.

გერმანიის ელჩის განცხადებით, გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს, „თუ ქართველებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, მთავრობა ჩვენს კურსს უნდა დაუბრუნდეს“.

ზოგადად, ბუნდოვანია, რას ნიშნავს სიტყვათა წყობა „ჩვენი კურსი“, მაგრამ საინტერესოა, რატომ არავინ საუბრობს საქართველოს კურსის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ ის კურსი გაატაროს, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, - წერს ჩიხელიძე.

მისი თქმით, საქართველო პარტნიორებისგან მეტ პატივისცემას იმსახურებს.

„დასავლეთი არა მმართველ გუნდს, არამედ ქართველ ხალხს ებრძვის, რადგან მმართველი გუნდი სწორედ ქართველმა ხალხმა აირჩია. მათ (პარტნიორებმა) პირდაპირ უნდა გვითხრან, რატომ უგულებელყოფენ ქართველი ხალხის არჩევანს, ეს ხომ კოლონიალური დამოკიდებულება არის, დემოკრატია ასე არ მუშაობს, დემოკრატია არჩევანის თავისუფლებაა და არა ზემოდან „შემოგდებული“ ხელოვნური არჩევანის გაკეთების იძულება.

საქართველო პარტნიორებისგან მეტ პატივისცემას და დაფასებას იმსახურებს. ბოდიში, თუ ცალ ფეხზე დგომა საქართველოს ინტერესებში არ შედის!

პ.ს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს კონფერენციის ფაქტი, რომელიც დახურულ სივრცეში, მმართველი გუნდისგან და საქართველო საკანონმდებლო ორგანოსგან დამოუკიდებლად ტარდება, შეუძლებელია ევროინტეგრაციაზე საქართველოს პარლამენტის წევრების გარეშე ისაუბრო. ეს შეურაცხმყოფელი და არასერიოზული, არასაქმიანი მიდგომა არის!“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი