დავით ჩიხელიძე ბალტიისპირეთის ქვეყნების რუსეთში ექსპორტზე-აბსურდულია საქართველოს წინააღმდეგ წამოსული ბრალდებები მაშინ, როცა თვითონ, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს არათუ წყვეტენ, არამედ აღრმავებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 11 ივლისი 2024, 11:55
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ  დასავლეთი სანქციების თემით სპეკულირებს და საქართველოსთან მიმართებით არასამართლიანი თამაშის წესებით თამაშობს– ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ჩიხელიძე ევროსტატის ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ლიდერობს. 

ექსპერტი აღნიშნავს, რომ  2022 წელს ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 259 მლრდ ევრო შეადგინა - 55 მლრდ ევრო ექსპორტი და 204 მლრდ იმპორტი ევროკავშირისთვის.

მისივე თქმით, აღნიშნული მონაცემები მასებზე ზემოქმედების და საინფორმაციო ომის კლასიკური მაგალითია, ის რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარს.


„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ  დასავლეთი სანქციების თემით სპეკულირებს და საქართველოსთან მიმართებით არასამართლიანი თამაშის წესებით თამაშობს. 
ევროსტატის  მონაცემებით ირკვევა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან ექსპორტს აქტიურად ახორციელებენ და ლიდერ პოზიციებს არ თმობენ, 2023 წელს ლიეტუვის ექსპორტი რუსეთში 13,8 პროცენტს- 2.143 (მლრდ) ევროს შეადგენდა, ლატვიის ექსპორტი რუსეთში 28.5 პროცენტი - 2.125 (მლრდ) ევრო იყო, ხოლო ესტონეთის 12.4 პროცენტი- 589 (მლნ) ევრო.
საქართველოს ექსპორტი რუსეთში 10,8 პროცენტს -607 (მლნ) ევროს შეადგენდა.
სრული სურათის წარმოსადგენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ევროკავშირი რუსეთის სავაჭრო ურთიერთობა 
2022 წელს ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 259 მლრდ ევრო შეადგინა - 55 მლრდ ევრო ექსპორტი და 204 მლრდ იმპორტი ევროკავშირისთვის.
აღნიშნული მონაცემები მასებზე ზემოქმედების და საინფორმაციო ომის კლასიკური მაგალითია, ის რაც ეპატიება იუპიტერს არ ეპატიება ხარს.  აბსურდულია საქართველოს წინააღმდეგ წამოსული ბრალდებები მაშინ, როცა  თვითონ, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს არათუ წყვეტენ, არამედ აღრმავებენ“-წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი