გია აბაშიძე რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყნის ლიდერობაზე-აგრესორი რუსეთისადმი დაპირისპირების პრინციპულობა განისაზღვრება არა ნაცოპოზიციის მხარდაჭერით, არამედ ქმედითი სანქციებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 11 ივლისი 2024, 12:04
"აგრესორი რუსეთისადმი დაპირისპირების პრინციპულობა  განისაზღვრება არა ნაცოპოზიციის მხარდაჭერით, არამედ ქმედითი სანქციებით - ევროსტატის ანგარიშის თანახმად, რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა ლიდერობს", - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. 

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, თუკი დღევანდელ და უკრაინის ომამდე არსებულ მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ რუსეთში ექსპორტის წილი საქართველომ შეამცირა, რასაც ვერ ვიტყვით ბალტიის ქვეყნებზე.

„აგრესორი რუსეთისადმი დაპირისპირების პრინციპულობა  განისაზღვრება არა ნაცოპოზიციის მხარდაჭერით, არამედ ქმედითი სანქციებით - ევროსტატის ანგარიშის თანახმად, რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა ლიდერობს.
ნეოკოლონიალისტურია ის მახინჯი ნარატივი, რომ თუ დასავლეთის აქტორების ფარისევლობას ამხელ, ვითომ პრორუსი ხარ. ასეთი მდაბიო შეფასებით, ასეულობით მილიონი ადამიანი ევროპაში თუ ამერიკაში, რომელიც ფლიდ ლიდერებს სამართლიანად აკრიტიკებს, კრემლის "მესიჯბოქსშია". ამგვარი მდაბიო და ხეპრე ვითომ დამმუნათებლების კლასტერიც ვიცით -  გრანტების გამო ყველაფერზე წამსვლელი უსამშობლო არსებები. 
ევროსტატის ბოლო ანგარიშით, რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა - ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ლიდერობს. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ლიეტუვის ექსპორტი რუსეთში 13,8 პროცენტს- 2.143 (მლრდ) ევროს შეადგენდა, ლატვიის ექსპორტი რუსეთში 28.5 პროცენტი - 2.125 (მლრდ) ევრო იყო, ხოლო ესტონეთის 12.4 პროცენტი- 589 (მლნ) ევრო.
ეს იმ ფონზე, როდესაც ამავე წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 10,8 პროცენტს -607 (მლნ) ევროს შეადგენდა.
თუკი დღევანდელ და უკრაინის ომამდე არსებულ მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ რუსეთში ექსპორტის წილი საქართველომ შეამცირა, რასაც ვერ ვიტყვით ბალტიის ქვეყნებზე. კერძოდ, 2021 წლის მონაცემებით, ლიეტუვის ექსპორტი რუსეთში 10.85%- შეადგენდა, ლატვიის 7.28%, ესტონეთის 6.39%, ხოლო საქართველოს შემთხვევაში 14.40% იყო.“-წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი