გია აბაშიძე: საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ე.წ. გეოპოლიტიკურ ფუჭ თამაშებში პაიკივით გამოიყენეს და დააქციეს უკრაინა, ახლა კი მშვიდობისმყოფელობაზე აწრიალდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ივლისი 2024, 13:21
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც 2022 წლის გაზაფხულზე ჩაშალა სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკება, ახლა უტიფრად აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მოიტანოს მშვიდობა და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. 

ანალიტიკოსის თქმით, ბინძურ კომბინაციებში, სადაც მდიდარი და გავლენიანი "მტაცებლების" დიქტატია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველი უნდა უმადლოდეს "ქართულ ოცნებას", რომ დიდ კატასტროფას გადაარჩინა საქართველო. მანვე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დასამშვიდებლად ჯერ არავის აქვს საქმე, საქართველო აგრძელებს "ბეწვის ხიდზე" სიარულს.



"საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ე.წ. გეოპოლიტიკურ ფუჭ თამაშებში პაიკივით გამოიყენეს და დააქციეს უკრაინა, ახლა კი მშვიდობისმყოფელობაზე აწრიალდნენ, ექს-პრემიერი ჯონსონი: ტრამპს უკრაინის გადარჩენა შეუძლია.

როგორი ყალბი აღმოჩნდა ის დაპირებები, რომ უკრაინას დაეხმარებოდნენ, სადამდეც საჭირო იქნებოდა, პუტინს დაამარცხებდნენ და ა.შ. იმავდროულად, სუვერენულ საქართველოს შეუტიეს ყველა მხრიდან შეძახილებით, რომ "მეორე ფრონტი"  გაეხსნა თვითგანადგურებისთვის, თუმცა "გლობალური ომის პარტიის" ხანმოკლე ინტერესების სასარგებლოდ.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც 2022 წლის გაზაფხულზე ჩაშალა სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკება, ახლა უტიფრად აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მოიტანოს მშვიდობა და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება.

ამ ბინძურ კომბინაციებში, სადაც მდიდარი და გავლენიანი "მტაცებლების" დიქტატია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველი უნდა ვუმადლოდეთ "ქართულ ოცნებას", რომ დიდ კატასტროფას გადაარჩინა საქართველო. სამწუხაროდ, დასამშვიდებლად ჯერ არავის გვაქვს საქმე, ვაგრძელებთ "ბეწვის ხიდზე" სიარულს...

მშვიდობა და აღორძინება გმირ უკრაინელ ხალხს, რომელიც უძლებს რუსულ ოკუპაციას და ანგარებიან ავაზაკებს როგორც მის ხელისუფლებაში, ასევე გარედან, ომის წამქეზებელთა მხრიდან!" - წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი