გია აბაშიძე: თუ ვინმეს გონებაში „იხარშება“ ის სცენარი, რომ თავს დაესხმება საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ააყირავებს ვითარებას ნაცრადიკალთა და „გლობალური ომის პარტიის" სასარგებლოდ, მწარედ ცდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ივლისი 2024, 13:09

ტერორისტული აქტის პრევენციისა და მომხდარის შემდეგ გამოძიებებს შორის უდიდესი სხვაობაა - აშშ-ში დონალდ ტრამპს ესროლეს, ხოლო საქართველოში ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების სიცოცხლის ხელყოფას აპირებდნენ სავარაუდოდ, რადგან სასამართლოს ჯერ არ უთქვამს თავისი სიტყვა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქზე“.

აბაშიძის თქმით, სამართალდამცავები მოწოდების სიმაღლეზე არიან და საზოგადოება არასდროს დაუშვებს ნაცმანქურთების ხელისუფლებაში დაბრუნებას.

„ტერორისტული აქტის პრევენციისა და მომხდარის შემდეგ გამოძიებებს შორის უდიდესი სხვაობაა - აშშ-ში დონალდ ტრამპს ესროლეს, ხოლო საქართველოში ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების სიცოცხლის ხელყოფას აპირებდნენ, სავარაუდოდ, რადგან სასამართლოს ჯერ არ უთქვამს თავისი სიტყვა. ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით წარდგა გელა კახაბრიშვილი. საქმეზე უკვე გამოკითხულნი არიან და გამოიკითხებიან სხვა პირებიც. ამას წინ უძღოდა ღალატის პარტიის პროპაგანდისტების უმწეო ხავილი იმის შესახებ, რომ დაბარება-გამოკითხვები მიმდინარეობდა იმის გამო, რომ პირები უკრაინაში იბრძოდნენ აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ. ეს "ინდულგენცია" ვერსად იქნება, თუ საქმე გვაქვს სავარაუდო უმძიმეს დანაშაულთან. ეჭვმიტანილთა "გაკეთილშობილების" მცდელობა ისეთივე სამარცხვინოა და უფრო მძიმეა, ვიდრე თავის დროზე დაკავებული ნაცაქტივისტის, უჩა აბაშიძის "შერაცხვა" "თავისუფლებისთვის მებრძოლად". სინამდვილეში, მეუღლესთან ერთად „სუტინიორობითა“ და შანტაჟით იყო დაკავებული.

ყურადსაღებია ისიც, რომ ნაცრეჟიმისგან განსხვავებით, საქართველოს დეპოლიტიზირებულმა სპეცსამსახურებმა არ დადგეს იაფფასიანი შოუ ძალის სადემონსტრაციოდ - ცივილიზებულად, სუს-ში და სასამართლოში გამოკითხვები საწყის ეტაპზე.

თუ ვინმეს უბინძურეს გონებაში "იხარშება" ის სცენარი, რომ თავს დაესხმება საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ააყირავებს ვითარებას ნაცრადიკალთა და "გლობალური ომის პარტიის" სასარგებლოდ, ძალიან მწარედ ცდება. ჩვენი სამართალდამცავები მოწოდების სიმაღლეზე არიან და საზოგადოება არასდროს დაუშვებს ნაცმანქურთების ხელისუფლებაში დაბრუნებას.

დაველოდოთ სკრუპულოზურ გამოძიებას“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი