თამარ ჩიბურდანიძე: მაშინ, როდესაც ევროპელები ევროპის უსაფრთხოებით არიან შეშფოთებულნი, ქართველებს მშვიდად სძინავთ, სწორედ ამას არ გვპატიობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ივლისი 2024, 14:02

„საფრანგეთის გუშინდელმა მოვლენებმა ალბათ ევროპის ლიდერებს ბევრი საფიქრალი მისცა. ასე იწყებოდა ყველა რევოლუციური პროცესი მსოფლიოში, რისი განვითარებაც არც ერთ ჭკუათმყოფელს არ უნდა სურდეს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, ორგანიზაცია IPSOS-მა ჩაატარა კვლევა, რის მიხედვითაც, ევროპელთა უმრავლესობა ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით შეშფოთებულია.

„გუშინ, პარიზში მსოფლიო ოლიმპიადის გახსნის დღეს, რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაჩნდა ცეცხლი. ფრანგული პრესა იუწყება, რომ ეს არის საბოტაჟი და უკავშირდება ბოლო პერიოდში საფრანგეთში და მთლიანად ევროპაში არსებული პოლიტიკის მიმართ საპროტესტო განწყობებს. ევროპას უსაფრთხოების პრობლემები ნამდვილად აქვს. ამას ასაბუთებს ევროკომისიის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებიც.

ევროკომისიის დაკვეთით, ორგანიზაცია IPSOS -მა ჩაატარა კვლევა, რის მიხედვითაც, ევროპელთა უმრავლესობა ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით შეშფოთებულია. ეს შიში უმთავრესად გამოწვეულია უკრაინის ომით. ევროპელების ეს განწყობა ევროპარლამენტის არჩევნებზეც დაფიქსირდა.

მაშინ, როდესაც ევროპელები ევროპის უსაფრთხოებით არიან შეშფოთებულნი, ქართველებს მშვიდად სძინავთ. სწორედ ამას არ გვპატიობენ. გლობალური ომის პარტიის მიზანი არ იყო ქართველების სიმშვიდე და ქვეყნის წინსვლა. თუ რამდენად უსაფრთხოა საქართველო დღეს ომში გახვეული რეგიონის ფონზე, ამაზე ტურისტების რეკორდული მაჩვენებელიც მეტყველებს.

საფრანგეთის გუშინდელმა მოვლენებმა ალბათ ევროპის ლიდერებს ბევრი საფიქრალი მისცა. ასე იწყებოდა ყველა რევოლუციური პროცესი მსოფლიოში, რისი განვითარებაც არც ერთ ჭკუათმყოფელს არ უნდა სურდეს. ამისთვის კი იძულებულნი გახდებიან შეცვალონ ომის პოლიტიკა და ყველამ ერთად, საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, მშვიდობასა და სტაბილურობაზე იზრუნოს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი