დავით ქართველიშვილი პოლონეთ-უკრაინა-გერმანიის სამოკავშირეო ურთიერთობებზე: გამორიცხულია ამ ქვეყნების უახლოეს ისტორიაში "დამოკლეს მახვილი" არ ახდენდეს თავის ზეგავლენას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 აგვისტო 2024, 17:05
დავით ქართველიშვილი 15 აგვისტოს  The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს „რაც არ უნდა მოჩვენებითი "სამეკავშირეო" ურთიერთობები გააჩნდეს პოლონეთს უკრაინასთან, ან გერმანიას პოლონეთთან - გამორიცხულია ამ ქვეყნების უახლოეს ისტორიაში "დამოკლეს მახვილი" არ ახდენდეს თავის ზეგავლენას.“ 

მისივე თქმით, The Wall Street Journal-ი იტყობინება, რომ პოლონეთის პროკურატურამ გერმანიის ოფიციალური შეტყობინების მიუხედავად, საბოლოო უარი განაცხადა ჩრდილოეთ ნაკადების აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელების დაპატიმრებაზე. 

„რაც არ უნდა მოჩვენებითი "სამეკავშირეო" ურთიერთობები გააჩნდეს პოლონეთს უკრაინასთან,  ან გერმანიას პოლონეთთან - გამორიცხულია ამ ქვეყნების უახლოეს ისტორიაში "დამოკლეს მახვილი" არ ახდენდეს თავის ზეგავლენას. არც უკრაინელების მხრიდან 1943 წლის 13 ივლისის პოლონელების გენოციდია მივიწყებული და არც გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში განადგურებული სლავები.

პოლონეთის პროკურატურამ გერმანიის ოფიციალური შეტყობინების მიუხედავად, საბოლოო უარი განაცხადა ჩრდილოეთ ნაკადების აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელების (ვლადიმერ ჟურავლიოვი, ევგენი უსპენსკი და სვეტლანა უსპენსკაია) დაპატიმრებაზე - ამის შესახებ იუწყება The Wall Street Journal-ი. გერმანული მხარის აზრით, პოლონელები განზრახ აჭიანურებდნენ ამ პირთა დაკავებას და პირიქით, ხელი შეუწყოს მათ უკრაინის ტერიტორიაზე გადაყვანაში. 

უფრო მეტიც, პოლონეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა აღნიშნულ პირთა დაპატიმრებაზე კი არა - მათ დაჯილდოების აუცილებლობაზე დაიწყეს საუბარი. ვერ უშველა საქმეს ვერც გერმანიის კანცლერის ვიზიტმა ვარშავაში. 2024 წლის 15 აგვისტოს სტატიაში The Wall Street Journal-მა პირდაპირ დაადო ხელი ამ აფეთქების ორგანიზაციაში უკრაინის ყოფილ მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის. გამომცემლობის ინფორმაციის, მას ამ ოპერაციის ჩანაფიქრი 2022 წლის მაისში დაებადა. მალევე შეიქმნა 6-კაციანი შემსრულებლების გუნდი. 

თავდაპირველად პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზეპირსიტყვიერი თანხმობა განაცხადა ოპერაციის ჩატარებაზე, თუმცა შემდგომ, როგორც კი ამის შესახებ CIA-მ გაიგო და თითქოსდა აუკრძალა კიევს ოპერაციის განხორციელება - ჩანაფიქრის გაუქმება უბრძანა ზალუჟნის. მან კი უარი განაცხადა. მიზეზად კი პრეზიდენტს მოახსენა, რომ დივერსანტები უკვე მოწყვეტილნი არიან გარე სამყაროს და ახალ გარემოებებზე მათი ინფორმირება უკვე შეუძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებაში ჩართულია რამდენიმე ქვეყნის სპეციალისტები და გერმანულ მხარეს უეჭველი მტკიცებულებების ბაზა გააჩნია - კიევი დღემდე უარყოფს თავის მონაწილეობას გაზსადენების აფეთქებაში. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლები ჯიუტად აწვებიან ვერსიას, რომ "ჩრდილოეთ ნაკადები" რუსეთის მიერ არის აფეთქებული. ამასობაში კი ბერლინიც ჩაუდგა კიევს "პოზაში" და უარს აცხადებს მის შეიარაღებით შემდგომ უზრუნველყოფაზე. მოკლედ, "რაღაც ყარს დანიის სამეფოში …“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი