გიორგი გამსახურდია-რთულია აუხსნა წამებით მოკლული უამრავი ადამიანის ოჯახებს, რატომ მოიხადა რამდენიმე ნაციონალების ჯალათმა ფორმალური სასჯელი-სააკაშვილის, რურუას და ადეიშვილის შექმნილი დანაშაულებრივი სინდიკატი, თავისი აქტორებიანად ბოლომდე უნდა დაისაჯოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 აგვისტო 2024, 20:10
“ძალიან კარგია  როდესაც მმართველმა პარტიამ, ჩადენილი დანაშაულების გამო, ე.წ "პოლიტიკური პარტიის" ნაციონალური მოძრაობის დასჯის პირობა საჯაროდ რომ დადო. კოჰაბიტაციამ ამ ხალხთან ვნახეთ რაც მოგვიტანა”,-წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, სააკაშვილის, რურუას და ადეიშვილის შექმნილი დანაშაულებრივი სინდიკატი, თავისი აქტორებიანად ბოლომდე უნდა დაისაჯოს, რომლებიც  უამრავ სიბინძურეებს სხვადასხვა ძალების და ასევე კრიმინალების დაკვეთით, ხელისუფლებაში ყოფნისას, ყოველდღიურ რეჟიმში ასრულებდნენ.

“ძალიან კარგია  როდესაც მმართველმა პარტიამ, ჩადენილი დანაშაულებების გამო, ე.წ "პოლიტიკური პარტიის" ნაციონალური მოძრაობის დასჯის პირობა საჯაროდ რომ დადო. კოჰაბიტაციამ ამ ხალხთან ვნახეთ რაც მოგვიტანა, ღორების და მარგალიტების არ იყოს. ურთულესია პაატა ქარდავას ოჯახს აუხსნა, რომ ვიღაც გარეწარმა რომა შამათავამ (მეგობრობდა პაატასთან, პურიც ჰქონდა მის სახლში  ბევრჯერ გატეხილი), თავისნაირ ნაძირალებთან ერთად, ყველანაირი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე, რატომ ჩამოჰკიდა ბეტონის ფილა პაატას ფეხზე და შუბლგახვრეტილი წყალში ჩაძირა. ასევე რთულია აუხსნა შავაძის, ცინდელიანის, თეთრაძის და უამრავი წამებით მოკლული ადამიანების ოჯახებს, რატომ მოიხადა რამდენიმე ნაციონალების ჯალათმა ფორმალური სასჯელი და სისტემა დაუსჯელი დარჩა (მერწმუნეთ, შამათავა და ქარდავა მხოლოდ ჭანჭიკებია მაგ სისტემაში). სააკაშვილის, რურუას და ადეიშვილის შექმნილი დანაშაულებრივი სინდიკატი, თავისი აქტორებიანად ბოლომდე უნდა დაისაჯოს. რომლებიც ამ და სხვა უამრავ სიბინძურეებს სხვადასხვა ძალების და ასევე კრიმინალების დაკვეთით, ხელისუფლებაში ყოფნისას, ყოველდღიურ რეჟიმში ასრულებდნენ.

P.S.ასევე ყოფილი პოლიციელების მკვლელობები და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტები (მათი წარსულში სამსახურებრივი მოვალეობების უმწიკვლო შესრულების გამო), რომლებსაც კრიმინალური სამყაროს დაკვეთით ასრულებდნენ,”- წერს გიორგი გამსახურდია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი