გიორგი კანდელაკმა გენო პეტრიაშვილს სამარცხვინო უწოდა და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 აგვისტო 2024, 14:40
რამდენი მედალიც არ უნდა ქონდეს მოგებული ამ ადამიანს, ასეთი წარმოუდგენელი რამის თქმა ხუმრობითაც კი ყველანაირ სპორტულ მიღწევას აუფასურებს”- წერს გიორგი კანდელაკი ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის შესახებ. 

კანდელაკი სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს, სადაც გენო პეტრიაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ ვის შეიყვანდა გორელების ხუთეულში, ერთ-ერთი სტალინი დაასახელა. 

კანდელაკის თქმით, როცა სტალინის განდიდებას ახდენ და მისით ამაყობ, სამარცხვინოა და არანაირი გამართლება არ აქვს.

კანდელაკი პეტრიაშვილისგან მის მიერ ნათქვამი სიტყვების გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს. 


“ეს არის სამარცხვინო ამბავი, რამდენი მედალიც არ უნდა ქონდეს მოგებული ამ ადამიანს, ასეთი წარმოუდგენელი რამის თქმა ხუმრობითაც კი (და მე პირადად არ დამრჩა შტაბეჭდილება რომ ხუმრობს) ყველანაირ სპორტულ მიღწევას აუფასურებს. როცა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ათეულ მილიონობით ადმიანის მკვლელის, მსოფლიოში პირველი ტოტალიტარული სისტემის შემქმნელის და საქართველოს საბჭოთა რუსული ოკუპაციის ინიციატორის განდიდებას ახდენ და მისით ამაყობ, სამარცხვინოა და არანაირი გამართლება არ აქვს და ვერასდროს ექნება. თან ზუსტად 1924 წლის აჯანყების და შემდგომი ტრაგედიის 100 წლისთავის დღეებში, როცა სწორედ სტალინის ბრძანებით მინიმუმ 3,900 ადამიანი დახვრიტეს (რეალური რიცხვი ბევრად მეტია). ბოდიში აქვს მოსახდელი და ეს სიტყვები უკან წასაღები, ხუმრობის შემთხვევაშიც კი. ესაა საბჭოთა რუსულ ოკუპაციასთან და კი, იოსებ ჯუღაშვილთან ბრძოლაში დაღუპული ათეულ ათასობით ადამიანის ხსოვნის შეურაცხყოფა, ესაა 1937-38 წლების დიდი სტალინური ტერორის მსხვერპლთა შეურაცხყოფა, ესაა მარო მაყაშვილისა და იუნკრების ხსოვნის შეურაცყოფა. ვინმე ავსტრიელმა რომ ჰიტლერი დაასახელოს პირველ ავსტრიელად. არანაირი განსხვება არაა. სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი,”- წერს გიორგი კანდელაკი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი