დავით ქართველიშვილი: დონალდ ტრამპის გუნდმა ამომრჩეველს წარუდგინა თავისი ხედვა და პროგრამა ქვეყნის განათლების სისტემასთან დაკავშირებით - საუბარია ე.წ. ვოუქიზმისა და "ლიბერალური ფასეულობების" სრულ აღმოფხვრაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
551 15 სექტემბერი 2024, 21:39
ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებს მიმოიხილავს. 

მისი თქმით, დონალდ ტრამპის გუნდმა ამომრჩეველს წარუდგინა თავისი ხედვა და პროგრამა ქვეყნის განათლების სისტემასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია ე.წ. ვოუქიზმისა და "ლიბერალური ფასეულობების" სრულ აღმოფხვრაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ მასშტაბურ ცვლილებებს ლიბერალური პროფესურა და "დემოკრატიული" შტატების ადგილობრივი ხელისუფლება დიდი წინააღმდეგობით შეხვდება, ყოველივე ეს კი კიდევ უფრო გააღრმავებს სამოქალაქო ომის პირას მყოფ ამერიკულ საზოგადოებას.

„დონალდ ტრამპის გუნდმა ამომრჩეველს წარუდგინა თავისი ხედვა და პროგრამა, ქვეყნის განათლების სისტემაში, ფაქტობრივად, კონსერვატიული კონტრრევოლუციის მოხდენის მიზნით. საუბარია ე.წ. ვოუქიზმისა და "ლიბერალური ფასეულობების" სრულ აღმოფხვრაზე ფედერალურ საგანმანათლებლო დონეზე.

საწყის ეტაპზე რესპუბლიკელები აპირებენ შეუწყვიტონ გრანტები იმ სასწავლებლებს, სადაც აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას და რასობრივ-გენდერულ დღის წესრიგს. მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესების ინიცირებას ადგილი ექნება იუსტიციის სამინისტროს მხრიდანაც, რომლის სათავეში ტრამპი თავისი გუნდის წევრს დააყენებს.

ტრამპი ასევე აკრძალავს "სქესის შეცვლის" ოპერაციების პრაქტიკას არასრულწლოვანებში. გარდა ამისა, აპირებს საერთოდ გააუქმოს აშშ-ის განათლების სამინისტრო. ამ შემთხვევაში დარგის მართვა ცენტრიდან გადავა შტატების ადგილობრივ დონეზე. სატესტოდ, პილოტური ექსპერიმენტი უკვე დანერგეს ფლორიდას შტატში, სადაც სკოლებში აიკრძალა ლგბტ თემისა და BLM მოძრაობის პროპაგანდა, რომლებიც ჩაანაცვლეს "ამერიკული ფასეულობებისა" და "დასავლური ცივილიზაციის ტრადიციების" სასწავლო პროგრამებით.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს - მათ მოეთხოვება უარი განაცხადონ "ინკლუზიურობისა და გენდერული მრავალფეროვნების" პროგრამებზე, თავისი რასობრივ-გენდერული კვოტებით. ხოლო სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ კოლეჯებს მოეთხოვება სასწავლო კურსიდან ამოიღონ "თეთრი რასიზმის, ანტიქრისტიანული და ანტიამერიკული" პროგრამები.

გარდა ამისა, ტრამპის მომხრეები ითხოვენ ამერიკელ მასწავლებლებს ჩაუტარონ სავალდებულო სერტიფიცირება, მათ რიგებში იმ კონტინგენტის გამოვლენის მიზნით, ვინც ებრძვის "პატრიოტულ ღირებულებებს". ადვილად პროგნოზირებადია, თუ რა დონის პროტესტით შეხვდება ამ მასშტაბურ ცვლილებებს ლიბერალური პროფესურა და "დემოკრატიული" შტატების ადგილობრივი ხელისუფლება. ყოველივე ეს კიდევ უფრო გააღრმავებს სამოქალაქო ომის პირას მყოფ ამერიკულ საზოგადოებას...“ -  წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
არქივი