გია აბაშიძე: საქართველოს არაკეთილმოსურნეთა პროპაგანდა უაზროდ ყეფს, ჩვენი ქვეყანა კი წინ მიდის - ღია მმართველობის და კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსებით კვლავ ვლიდერობთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
383 17 სექტემბერი 2024, 12:28

საქართველოს არაკეთილმოსურნეთა პროპაგანდა უაზროდ ყეფს, ჩვენი ქვეყანა კი წინ მიდის - ღია მმართველობის და კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსებით კვლავ ვლიდერობთ, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ყველა საღად მოაზროვნეს ესმის, რომ ძალიან დაძველდა აგენტოკრატიის სასაცილოდ ქცეული გზავნილები საქართველოს „ტრაექტორიიდან გადახვევაზე", „რუსულ ორბიტაზე" და სხვა სიბრიყვეზე.

„საქართველოს არაკეთილმოსურნეთა პროპაგანდა უაზროდ ყეფს, ჩვენი ქვეყანა კი წინ მიდის - ღია მმართველობის და კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსებით კვლავ ვლიდერობთ. ყველა საღად მოაზროვნეს ესმის, რომ ძალიან დაძველდა აგენტოკრატიის სასაცილოდ ქცეული გზავნილები საქართველოს „ტრაექტორიიდან გადახვევაზე", „რუსულ ორბიტაზე" და სხვა სიბრიყვეზე. აქაური ნაცგობლინები იქეთ იყვნენ და საგარეო აქტორებს ხომ ჰყავთ მცოდნე მრჩევლები? რა, ვერ ხედავენ მრავალმხრივ პროგრესს, მათ არ უსმენენ, ასე დაუბნელდათ თვალსაწიერი, რომ NGO "Georgia"-ს იქეთ ვერაფერს ხედავენ? ღია მმართველობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა, რითაც ევროკავშირისა და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს. მსოფლიო ბანკის გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა ღია მმართველობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის" 11-წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება. 2024 წლის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციაზეა. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირმა (ITU) კიბერუსაფრთხოების 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა (GCI). საქართველო 91,92 ქულით მეორე ქვეჯგუფში მოხვდა, სადაც ირიცხებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ავსტრია, კანადა, ირლანდია, ისრაელი, ლიეტუვა და სხვები“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი