თამთა მეგრელიშვილი: წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც „ქართული ოცნების“ ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
556 21 სექტემბერი 2024, 12:45

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება იქნება ღია სიგნალი ამომრჩევლის უმრავლესობისათვის, რომ მათ არჩევნების დღეს, უპრეცედენტო მობილიზებით, არჩევანი ბიძინა ივანიშვილის გუნდის სასარგებლოდ გააკეთონ და პოლიტიკური შანტაჟი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე გრძელდება, რათა ქართული მხარე ჩაერთოს ომში, დაასრულონ "ქართული ოცნებისათვის", როგორც მშვიდობიანი პოლიტიკის გამტარი ძალისთვის, სრული ლეგიტიმაციის მინიჭებით, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური სანქციების ქვეშ უკვე იმყოფება და წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება მის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც "ქართული ოცნების" ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა.

„ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური სანქციების ქვეშ უკვე იმყოფება (რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთ კვირაში მას სრულად შეუჩერეს წვდომა საკუთარ აქტივებზე რაც დღემდე გრძელდება)და მუქარა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია მის მიმართ მართლა მიიღებს სანქციების ფორმალურად გაფორმების გადაწყვეტილებას, პროცედურულად მხოლოდ ტექნიკური საკითხია და მისთვის არსობრივად არაფერს ცვლის.

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც "ქართული ოცნების" ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა.

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება იქნება ღია სიგნალი ამომრჩევლის უმრავლესობისათვის, რომ მათ არჩევნების დღეს უპრეცედენტო მობილიზებით არჩევანი ბიძინა ივანიშვილის გუნდის სასარგებლოდ გააკეთონ და პოლიტიკური შანტაჟი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე გრძელდება, რათა ქართული მხარე ჩაერთოს ომში, დაასრულონ "ქართული ოცნებისათვის" როგორც მშვიდობიანი პოლიტიკის გამტარი ძალისთვის სრული ლეგიტიმაციის მინიჭებით. ამერიკამ უნდა გადახედოს ქართული მხარის მიმართ მის მიერ სადამსჯელო ოპერაციის მიზნობრიობას და სათანადო დასკვნები გააკეთოს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
არქივი