ზურაბ ქადაგიძე: ჯერ მოსაწვევის გაგზავნა და მერე გაუქმება, რა კულტურაზე მეტყველებს ყველამ ვიცით, თუმცა ეგ, ამერიკელი ხალხის პრობლემაა და მათი თავის ტკივილი, დღევანდელი სამარცხვინო ადმინისტრაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
396 25 სექტემბერი 2024, 13:00

რას ემსახურებოდა ეს უკულტურობა, ერთი პასუხი აქვს - საკუთარი აგენტურული სინდიკატის გადარჩენას, რომელიც ბოლომდე გაიშიფრა საქართველოში და ფაქტობრივად, ორი არჩევანის წინაშე დააყენა გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის შემოქმედნი, ან ლიკვიდაცია გამოაცხადონ ამ ქსელის, ან და არჩევნებში აღმოუჩინონ ისეთი დახმარება, რომელიც პოლიტიკურად გადაარჩენს “ენჯეოკრატებს”,- წერს „ხალხს ძალის წევრი“ ზურაბ ქადაგიძე აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პრემიერისთვის მიწვევის გაუქმებაზე.

მისივე თქმით, პროცესი სრულად სტერილური გახდა - ერთ მხარეს დგას ქართული საზოგადოება, სოლო, მეორე მხარეს „აგენტოკრატები“, რომელთაც ფორმალურადაც აღარ შესწევთ ძალა, წინასაარჩევნო პროცესში მიიღონ მონაწილეობა და მათ მაგივრად, მათი პატრონები მონაწილეობენ.

„ჯერ მოსაწვევის გაგზავნა და მერე გაუქმება, რა კულტურაზე მეტყველებს ყველამ ვიცით, თუმცა ეგ, ამერიკელი ხალხის პრობლემაა და მათი თავის ტკივილი, დღევანდელი სამარცხვინო ადმინისტრაცია. რას ემსახურებოდა ეს უკულტურობა, ერთი პასუხი აქვს - საკუთარი აგენტურული სინდიკატის გადარჩენას, რომელიც ბოლომდე გაიშიფრა საქართველოში და ფაქტობრივად, ორი არჩევანის წინაშე დააყენა გლობალური პოლიტ-კონიუნქტურის შემოქმედნი, ან ლიკვიდაცია გამოაცხადონ ამ ქსელის, ან და არჩევნებში აღმოუჩინონ ისეთი დახმარება, რომელიც პოლიტიკურად გადაარჩენს „ენჯეოკრატებს“, რადიკალებსა და მათ ბენეფიციარ პოლიტიკოსებს! მოკლედ, პროცესი სრულად სტერილური გახდა - ერთ მხარეს ქართული საზოგადოება დგას და მეორე მხარეს „აგენტოკრატები”, რომელთაც ფორმალურადაც აღარ შესწევთ ძალა, წინასაარჩევნო პროცესში მიიღონ მონაწილეობა და მათ მაგივრად, მათი პატრონები მონაწილეობენ. მეტად შიდა საქმეებში ჩარევა რაღაა, ომს ხომ არ გამოგვიცხადებენ,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
არქივი