დავით ქართველიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: როდესაც ბუნებით სარწმუნოებისა და წარმომავლობის მიღმა იმყოფები, როდესაც არც ერთი გაგაჩნია, არც მეორე, ან ორივესი გრცხვენია - მაშინ „ვარსქენ არშუშას ძე ფეროზიანი“ ხარ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
428 11 ოქტომბერი 2024, 21:13

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ეხმიანება „პოს ტვ“-ის მიერ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძისთვის დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ მალავს იგი საკუთარ წარმომავლობას.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ქსენოფობიას მოწყვეტილ მართლმადიდებლურ სამყაროში წარმომავლობის არ რცხვენიათ, თუმცა, საპირისპიროდ ხდება, როდესაც ადამიანი ბუნებით სარწმუნოებისა და წარმომავლობის მიღმა იმყოფება.

„ბებიაჩემი, თავადის ქალი შუშანა ზედგინიძე მთელი თავისი ცხოვრება ამაყობდა, რომ წმინდა შუშანიკის სახელს ატარებდა. ქართველი ქალი - სომხური წარმომავლობის სახელით ამაყობდა. ასე ხდება ხოლმე ქსენოფობიას მოწყვეტილ მართლმადიდებლურ სამყაროში, სადაც თბილისის ერთ-ერთი განმანათლებელი - არაბია, მცხეთის - სპარსი, ხოლო წმინდა სიდონია და ძმები მისი, ლონგინოზი და ელიოზი - ებრაელები იყვნენ. მაგრამ, როდესაც ბუნებით სარწმუნოებისა და წარმომავლობის მიღმა იმყოფები, როდესაც არც ერთი გაგაჩნია, არც მეორე, ან ორივესი გრცხვენია - მაშინ რა თქმა უნდა "ვარსქენ არშუშას ძე ფეროზიანი" ხარ და ვახტანგ გორგასლის შთამომავლები მხოლოდ იმიტომ გეზიზღება და მათზე შურს იძიებ, რომ ამ სახელოვანმა მეფემ წმ. შუშანიკის მკვლელი თავის დროზე მოაკვლევინა...“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
არქივი