ნინო ფოჩხუა: ნუთუ ამდენ ხანს ვერ დარწმუნდა დესტრუქციული ოპოზიცია, რომ დღეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად მუშაობს - ყველა ქმედება, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ იგეგმებოდა აღკვეთილი იქნა თავშივე, ასე მოხდა დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებითაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
478 12 ოქტომბერი 2024, 15:29

„ნუთუ ამდენ ხანს ვერ დარწმუნდა დესტრუქციული ოპოზიცია, რომ დღეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად მუშაობს, განსაკუთრებით ძალოვანი უწყებები. ყველა ქმედება, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ იგეგმებოდა აღკვეთილი იქნა თავშივე. ასე მოხდა ახლაც, დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.


ფოჩხუა ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას და არავის მიეცემა ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობა. ექსპერტის თქმით, ოპოზიციამ მშვენივრად იცის, რომ არჩევნებზე არათუ გამარჯვება, არამედ 5%-იანი ბარიერის გადალახვაც გაუჭირდებათ, ამიტომ, ყველაფერს იღონებენ პროვოკაციის მოსაწყობად და უმძიმესი, მე-9 საარჩევნო მარცხის თავიდან ასარიდებლად.


„ნუთუ ამდენ ხანს ვერ დარწმუნდა დესტრუქციული ოპოზიცია, რომ დღეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად მუშაობს, განსაკუთრებით ძალოვანი უწყებები. ყველა ქმედება, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ იგეგმებოდა აღკვეთილი იქნა თავშივე. ასე მოხდა ახლაც, დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ მშვენივრად იცის, რომ არჩევნებზე გამარჯვების კი არა, 5%-იანი ბარიერის გადალახვაც საეჭვოა მათთვის, ამიტომ ყველაფერს იღონებენ პროვოკაციის მოსაწყობად, რადგან გარდა იმისა, რომ მანიაკური სურვილი აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის, უმძიმესი მე-9 საარჩევნო მარცხი მათ საერთოდ გაანულებს. პრემიერის თქმით, მათი ოფისებიდან გამოჟონილ ინფორმაციებზე დაყრდნობით, საფრთხე რეალურია. მართლაც, როგორც არასდროს, დღეს საარჩევნო გარემო არის თავისუფალი და კონკურენტული, რაც აღინიშნა კიდეც ეუთო-ოდირის ანგარიშშიც, ასე იქნება ბოლომდე და თუ ვინმე შეეცდება რაიმე პროვოკაციას, სახელმწიფოს აქვს უნარი აღკვეთოს დანაშაული და იმოქმედოს კანონის სრული სიმკაცრით“, - წერს ნინო ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
არქივი