ზაალ ანჯაფარიძე სუს-ის განცხადებაზე: ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ „ვარდების რევოლუციის" ნირვანაში ჩარჩენილი პროვოკატორები, რომ 2003 წელი ისტორიას ჩაბარდა. დღეს სხვა სახელმწიფო გვაქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
369 16 ოქტომბერი 2024, 11:37

პიტერ აკერმანის სახელმძღვანელო „ფერადი რევოლუციების" ტექნოლოგიებზე პრაქტიკაში ამოქმედდა მისი აქაური მოწაფეების მიერ. ამოქმედდა Canvas-ს ტრენინგებზე ნასწავლი მეთოდები სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის გზებზე, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას.

მისივე თქმით, ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ "ვარდების რევოლუციის" ნირვანაში ჩარჩენილი პროვოკატორები, რომ 2003 წელი ისტორიას ჩაბარდა, დღეს სხვა სახელმწიფო გვაქვს და საზოგადოებაც იოლად არ წამოეგება მათ გადაგდებულ ანკესს.

„პიტერ აკერმანის სახელმძღვანელო „ფერადი რევოლუციების" ტექნოლოგიებზე პრაქტიკაში ამოქმედდა მისი აქაური მოწაფეების მიერ. ამოქმედდა Canvas-ს ტრენინგებზე ნასწავლი მეთოდები სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის გზებზე. ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ „ვარდების რევოლუციის" ნირვანაში ჩარჩენილი პროვოკატორები, რომ 2003 წელი ისტორიას ჩაბარდა. დღეს სხვა სახელმწიფო გვაქვს და საზოგადოებაც იოლად არ წამოეგება მათ გადაგდებულ ანკესს. ვის მიერ არის ეს ყველაფერი მხარდაჭერილი? მათი გეოგრაფიაც ვიცით და ვინაობაც“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
არქივი