გია აბაშიძე: საღად მოაზროვნე ადამიანების ნაწილი ტოვებს ნაცრადიკალურ პარტიებს და ეს პროცესი უფრო ინტენსიური ხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
421 19 ოქტომბერი 2024, 17:41

საღად მოაზროვნე ადამიანების ნაწილი ტოვებს ნაცრადიკალურ პარტიებს, ზოგი საჯარო განცხადებით, ზოგი უხმოდ და ეს პროცესი უფრო ინტენსიური ხდება, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც ეხმიანება ორი წევრის მიერ გახარიას პარტიის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, მეტმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ხაზარაძე და გახარია „ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებლები არ არიან.

„საღად მოაზროვნე ადამიანების ნაწილი ტოვებს ნაცრადიკალურ პარტიებს, ზოგი საჯარო განცხადებით, ზოგი უხმოდ და ეს პროცესი უფრო ინტენსიური ხდება. მეტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ოპოზიციურ ველზე "ნაცმოძრაობის" დროებითი დომინირების პირობებში, ფარსია იმის წარმოჩენა, რომ გინდ თაღლითი ხაზარაძე, გინდ მოღალატე გახარია არიან დამოუკიდებელი პერსონაჟები და არ „ეფიცხებიან" რევანშისტების ფსევდო-რევოლუციურ ჩაქრობად „ჩირაღდანს". როგორც კი ავაზაკების - სააკაშვილის, კეზერაშვილის, გახარიას, ხაზარაძის და მათნაირთა ბოგინი კანონიერად დასრულდება პოლიტიკურ სივრცეში, მალევე დაიწყება კონსტრუქციული ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება."- წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
არქივი