გია აბაშიძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებაზე: სახედაკარგულობაც არ ჰქვია ამდენი ნაძირლის გარე შემოტევას. საქართველო რომ არაა თქვენი სამფლობელო, აშკარად ხედავთ. ქართული საზოგადოება თავის სიტყვას იტყვის 26-ში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
573 24 ოქტომბერი 2024, 19:30

სახედაკარგულობაც არ ჰქვია ამდენი ნაძირლის გარე შემოტევას. Boys and Girls, საქართველო რომ არაა თქვენი სამფლობელო, აშკარად ხედავთ. რეალურად ვაფიქსირებთ, რომ ნეოკოლონიალისტობა დაგისრულდათ და ფორთხავთ ამის გამო, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც, „დროა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს“.

მისივე თქმით, დასაცინია ნებისმიერი ანტიქართველი აქტორი!

„სახედაკარგულობაც არ ჰქვია ამდენი ნაძირლის გარე შემოტევას. Boys and Girls, საქართველო რომ არაა თქვენი სამფლობელო, აშკარად ხედავთ. რეალურად ვაფიქსირებთ, რომ ნეოკოლონიალისტობა დაგისრულდათ და ფორთხავთ ამის გამო.

ქართული საზოგადოება თავის სიტყვას იტყვის 26-ში და ძალიან დაგცინებთ დასავლურო დებილობებო! ახლახან გავიგე რომ აშშ-ში არ შემესვლება და ვდარდობ? ორჯერ ვარ ამერიკაში ნამყოფი, ვერ მოვიხიბლე. ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში კი არ, აწი უნდა ვიმოქმედო.

სანდო“ ქართველ ექსპერტებზე აპელირება კი მორიგი ღადაობაა. ვინ? ეკა გიგაური თუ ვანო ჩხიკვაძე?

დასაცინია ნებისმიერი ანტიქართველი აქტორი!“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
არქივი