თამარ ჩიბურდანიძე: დღეს ბრძოლა ჭეშმარიტ ღირებულებებსა და ყალბ დემოკრატიას შორის, საქართველოში წყდება. დღეს ჩვენი ქვეყანა გლობალური პროცესების ეპიცენტრშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
419 29 ოქტომბერი 2024, 16:55

ხელისუფლებამ ქართველ ხალხთან ერთად უფლის გზა აირჩია და რამდენიც არ უნდა გვწნეხონ დასავლეთის ლიბერალებმა, უფლის განგებას ვერავინ შეცვლის - ივერია გაბრწყინდება! - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ საქართველო დღეს გლობალური პროცესების ეპიცენტრშია.

„თუკი ვინმეს არმაგედონის ბრძოლა, მხოლოდ ბიბლიური მითი ეგონა, ალბათ დღეს მაინც ირწმუნებს, რომ ეს რეალობაა. როდესაც უფლის გზას ირჩევ, იქვე იწყება ბრძოლა ქრისტეს მხედრობასა და „მსოფლიოს მმართველებს“ შორის. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს გზა ეკლიანია, მაგრამ ერთადერთი გზაა ქვეყნის გადასარჩენად.

სასულიერო პირები ამბობენ, როდესაც ადამიანი აღიარებს ჭეშმარიტებას, წყალობა მასზე მოდის, ხოლო როდესაც ქვეყანა აღიარებს ჭეშმარიტებას, უფლის წყალობა ქვეყანაზე მოდისო. ბოლო დროს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ჭეშმარიტების დაკანონებაა საქართველოში და ამიტომ გარდაუვალია უფლის წყალობა ქვეყანაზე. სასწაულები რომ ხდება, ალბათ ამის მაგალითი საქართველოა დღეს მთელს მსოფლიოში.

დღეს, მთელს მსოფლიოში, ბრძოლა ჭეშმარიტ ღირებულებებსა და ყალბ დემოკრატიას შორის, საქართველოში წყდება. დღეს ჩვენი ქვეყანა გლობალური პროცესების ეპიცენტრშია. ხელისუფლებამ ქართველ ხალხთან ერთად უფლის გზა აირჩია და რამდენიც არ უნდა გვწნეხონ დასავლეთის ლიბერალებმა, უფლის განგებას ვერავინ შეცვლის - ივერია გაბრწყინდება!“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
არქივი