დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური თვალსაზრისით „ბრიუსელი“ გადაიქცა „მოსკოვად“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
477 01 ნოემბერი 2024, 18:25

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ულტრამემარჯვენე ლიდერის ჰერბერტ კიკლის მიერ ვენის დეკლარაციაზე ხელის მოწერის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ევროკავშირის სივრცეში შეიმჩნევა საქართველოსთვის კარგად ნაცნობი სურათი, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში განვითარდა - საბჭოთა კავშირიდან მისი რესპუბლიკების გასვლის პროცესის დაწყებით.

„ევროკავშირის სივრცეში აშკარად შეიმჩნევა გარკვეული „დეჟა-ვიუ“, ანუ ჩვენთვის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისიდან კარგად ნაცნობი სურათი: საბჭოთა კავშირიდან მისი რესპუბლიკების გასვლის პროცესის დასაწყისი. იმ საბჭოთა კავშირიდან, რომლის კონსტიტუცია ითვალისწინებდა სსრკ-დან მასში შემავალი სუბიექტების გასვლის პროცედურას, მაგრამ რეალურად ეს უფლება სისხლით უნდა მოგეპოვებინა - როგორც ეს საქართველომ გააკეთა 1989 წლის 9 აპრილს.

დღეს მსგავსი მოვლენები ვითარდება ჩვენს თვალწინ - „ევროსაბჭოთა კავშირის“ მაგალითზე, სადაც პოლიტიკური თვალსაზრისით „ბრიუსელი“ გადაიქცა „მოსკოვად“. ამ ვითარებაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ულტრამემარჯვენე ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა ხელი მოაწერეს ვენის დეკლარაციას.

ერთობლივ დეკლარაციაში ორბანმა და კიკლმა განაცხადეს, რომ ევროპისა და ევროკავშირის რეფორმა არ გულისხმობს „იძულებით ცენტრალიზაციასა და ინსტიტუტების გართულებას, არამედ ძალაუფლების დაბრუნებას ხალხისა და წევრი ქვეყნების მიერ არჩეული დეპუტატებისთვის. საჭიროა, შემცირდეს ბრიუსელის პოლიტიკური წონა და, ამავდროულად, გაძლიერდეს წევრი ქვეყნების პირდაპირი და საპარლამენტო დემოკრატია“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
არქივი