გია აბაშიძე: პრეზიდენტად მაია სანდუს ხელახლა არჩევა აჩენს უამრავ შეკითხვას მის სრულყოფილ ლეგიტიმურობაზე - სამშობლოში წააგო, გაიმარჯვა ემიგრაციის ხარჯზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
385 04 ნოემბერი 2024, 14:38

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტად მაია სანდუს ხელახლა არჩევა აჩენს უამრავ შეკითხვას მის სრულყოფილ ლეგიტიმურობაზე- სამშობლოში წააგო, გაიმარჯვა ემიგრაციის ხარჯზე.

აბაშიძის შეფასებით, მიუღებელია ის, რომ ევროინტეგრაციის ოფიციალურად მოწინააღმდეგე ადამიანები იწოდებოდნენ ე.წ. "პრორუსებად" და საპრეზიდენტო არჩევნები ამდენ კითხვას ბადებდნენ მის დემოკრატიულობაზე.

„ევროინტეგრაციის სურვილში, მოლდოვა ორადაა გაყოფილი - მომხრე 50.46% და მოწინააღმდეგე 49.54%.
პრეზიდენტად მაია სანდუს ხელახლა არჩევა აჩენს უამრავ შეკითხვას მის სრულყოფილ ლეგიტიმურობაზე - სამშობლოში წააგო, გაიმარჯვა ემიგრაციის ხარჯზე.
დასავლური მეინსტრიმ მედია უპრეცედენტოდ ჰიპერაქტიური იყო სანდუს პოლიტიკურ PR-ში. საარჩევნო პერიოდში მოლდოვის პრეზიდენტის ღია მხარდაჭერით ასევე გამოირჩეოდნენ ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის სხვა ლიდერები.
მიუღებელია ის, რომ ევროინტეგრაციის ოფიციალურად მოწინააღმდეგე ადამიანები იწოდებოდნენ ე.წ. "პრორუსებად" და საპრეზიდენტო არჩევნები ამდენ კითხვას ბადებდნენ მის დემოკრატიულობაზე.
მშვიდობა და განვითარება მოლდოვას!“ - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
არქივი