თამარ ჩიბურდანიძე: პოლიტიზებული მოსამართლე სადღაც მაინც შემორჩენილა. ხუჭუა იმასაც ვერ მიხვდა, რომ მან განაჩენი რეალურად ამერიკელებს გამოუტანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
369 05 ნოემბერი 2024, 12:26

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ხომ არ აჯობებდა, რომ მოსამართლის ამ უსამართლო განაჩენზე და ოპოზიციის სპეკულაციებზე თავად ამერიკელებს გაეკეთებინათ განცხადება?“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ მოსამართლე ხუჭუამ განაჩენი ამერიკელებს გამოუტანა, რადგან ხმის მთვლელი აპარატები სწორედ ამერიკელებს ჩამოტანილი და დამონტაჟებულია, მეტიც ისინი თავად ესწრებოდნენ დატესტვის პროცესს.

თამარ ჩიბურდანიძეს თქმით, თუკი აპარატს და მარკერს ხარვეზი ჰქონდა, ეს აპარატების დატესტვის პროცესში თავად ამერიკელებს უნდა აღენიშნათ. მისი თქმით, გასაკვირია, რატომ გახდა ამერიკელების მიერ შემოთავაზებული მეთოდიკა და მათი აპარატი სასამართლო დავის საკითხი.

„გვეგონა პოლიტიზებული სასამართლო წარსულს ჩავაბარეთ, თურმე სადღაც მაინც შემორჩენილა. გუშინ გურჯაანის მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ ისეთი პოლიტიკური განცხადება გააკეთა სასამართლო დარბაზში, თავად გახადა პოლიტიკური საკუთარი გადაწყვეტილება. აღარაფერს ვამბობთ მისი მეუღლის პოლიტიკურ აქტიურობაზე, რის გამოც იურისტები საუბრობენ, რომ მას აცილება უნდა გაეკეთებინა.

გარდა ამისა, ხუჭუა ვერ მიხვდა, რომ მან განაჩენი რეალურად ამერიკელებს გამოუტანა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ხმის დამთვლელი აპარატები ამერიკელებმა ჩამოგვიტანეს, დაგვიმონტაჟეს და ყველა ატრიბუტიკაც მათ შეარჩიეს, ოპოზიციასთან ერთად. უფრო მეტიც, გატესტვასაც თავად ესწრებოდნენ.

რა მოხდა? მაშინ მარკერები კარგად ვერ აფერადებდნენ და მხოლოდ არჩევნებზე გაივსო მელნით? რატომ არავინ არ აღნიშნა მაშინ ეს ხარვეზად და არ შეცვალეს ქაღალდი? რატომ მოხდა, რომ მათ მიერ ვიზირებული მეთოდი დღეს სასამართლოებში განხილვის საგანი გახდა?

ხომ არ აჯობებდა, რომ მოსამართლის ამ უსამართლო განაჩენზე და ოპოზიციის სპეკულაციებზე თავად ამერიკელებს გაეკეთებინათ განცხადება?“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
არქივი