ნინო ფოჩხუა: მარტო მოსამართლე ხუჭუა რომ იყოს ჩაბუდებული საჯარო სამსახურში, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრნი არიან - ნაადრევია რადიკალური ოპოზიციის სიხარული, წინ სააპელაციო სასამართლოა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
549 05 ნოემბერი 2024, 13:12

მარტო მოსამართლე ხუჭუა რომ იყოს ჩაბუდებული საჯარო სამსახურში, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრნი არიან და ელოდებიან საჭირო მომენტს, რათა გარედან მიღებული ბრძანება შეასრულონ, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას შესახებ, რომელმაც 12 უბნის საარჩევნო მონაცემები გააბათილა.

ფოჩხუას თქმით, რადიკალური ოპოზიციის სიხარული ნაადრევია, ვინაიდან წინ სააპელაციო სასამართლოს განხილვაა. მისივე განცხადებით, ვერც მოსამართლე ხუჭუა და ვერც ქვეყნის სხვა მოღალატეები, ვერ მოახერხებენ აქციებისთვის მუხტის შეძენას.

„მარტო მოსამართლე ხუჭუა რომ იყოს ჩაბუდებული საჯარო სამსახურში, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრნი არიან და ელოდებიან საჭირო მომენტს, რათა გარედან მიღებული ბრძანება შეასრულონ.

ნაადრევია რადიკალური ოპოზიციის სიხარული, წინ სააპელაციო სასამართლოა და დარწმუნებული ვარ ამ ცრუ გადაწყვეტილებას გააცამტვერებს.

და კიდევ, ვერც უღირსი მოსამართლე ხუჭუა და ვერც სხვა დანარჩენი ქვეყნის მოღალატე აქტორები აქციების მუხტს ვერ აწევენ და ვერც მიაღწევენ მიზანს ხელისუფლებაში დაბრუნების, რადგან მათ მხარეს არც ღირსებაა, არც სამშობლოს სიყვარული და რაც მთავარია არც სიმართლე“, - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
არქივი