თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციის პოლიტიკური ნარატივი, რომ ისინი არ მისცემენ ლეგიტიმაციას საქართველოს „პარლამენტს“ არის საკუთარი თავის კიდევ ერთხელ დაცინვა, რადგან ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს ხალხის გარდა არავის ლეგიტიმაცია არ სჭირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
507 13 ნოემბერი 2024, 12:47

„ხელისუფლების წყაროა ხალხი! და სწორედ ამ ხალხის უმრავლესობამ ქვეყნის მმართველობის ლეგიტიმაცია გადასცა პოლიტიკურ პარტიას „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, ხალხის უმრავლესობის პოლიტიკური ნების მიუღებლობა ოპოზიციური სპექტრისათვის ვერაფერს შეცვლის, ის სასაცილოდ რჩება ჯიუტი ბავშვის პოზიციაში ძალად, რომელმაც, წაგებული არჩევნები წაგებული ომივით იზეიმა“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციის პოლიტიკური ნარატივი, რომ ისინი არ მისცემენ ლეგიტიმაციას საქართველოს „პარლამენტს“ არის ოპოზიციის მხრიდან საკუთარი თავის კიდევ ერთხელ დაცინვა, რადგან ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს ხალხის გარდა არავის ლეგიტიმაცია არ სჭირდება.

„ხელისუფლების წყაროა ხალხი! და სწორედ ამ ხალხის უმრავლესობამ ქვეყნის მმართველობის ლეგიტიმაცია გადასცა პოლიტიკურ პარტიას "ქართულ ოცნებას". შესაბამისად, ხალხის უმრავლესობის პოლიტიკური ნების მიუღებლობა ოპოზიციური სპექტრისათვის ვერაფერს შეცვლის, ის სასაცილოდ რჩება ჯიუტი ბავშვის პოზიციაში ძალად, რომელმაც, წაგებული არჩევნები წაგებული ომივით იზეიმა.

ოპოზიციის პოლიტიკური ნარატივი, რომ ისინი არ მისცემენ ლეგიტიმაციას საქართველოს "პარლამენტს" არის ოპოზიციის მხრიდან საკუთარი თავის კიდევ ერთხელ დაცინვა, რადგან ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს ხალხის გარდა არავის ლეგიტიმაცია არ სჭირდება და ეს ლეგიტიმაცია მას უკვე აქვს, ამ პროცესში ოპოზიციის ვალდებულებად რჩება მხოლოდ იმის გააზრება, რომ ისინი ქართველ ხალხთან პოლიტიკურ ჭიდაობაში დამარცხდნენ. გონს მოეგეთ და სახეს ნუ კარგავთ! ანა დოლიძეს ებარებოდეთ, ქალს რომელიც სოციალურ ქსელში უკვე პარლამენტარია და ის მაინც ქუჩაში დგას და ხმამაღლა გაყვირის რომ არჩევნები წაართვეს!,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
არქივი