თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციავ, ნუ გადაკვეთთ წითელ ხაზებს, თორემ თქვენ წინააღმდეგ ქუჩაში ხალხი მართლა გამოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
519 18 ნოემბერი 2024, 10:04

დანაშაულებრივი ჩანაფიქრია, დაპირისპირება და ამაში ჩვენი ძმების ქისტების ჩართვა, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი. კომენტარში ექსპერტი აფასებს ოპოზიციის მცდელობას გააღვივოს ეთნიკური შუღლი ქართველებსა და ქისტებს შორის.

თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ რადიკალები იმდენად არიან თავზეხელაღებულები, რომ უკან დასახევ გზას არ ტოვებენ და მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ.

„ოპოზიცია წითელ ხაზებს კვეთს, მათთვის ყველაფერი სულერთია, სურთ მხოლოდ სისხლისღვრა და დაპირისპირება. ამისთვის არ ერიდებიან საკუთარი მიზნებისთვის ჩვენი ძმების ქისტების გამოყენებას. ჭავჭავაძის N2-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,სპარის" უკან იმყოფება 10-მდე ქისტი პირი, რომლებიც იღებენ ალკოჰოლურ სასმელს და აცხადებენ რომ ,,მზად არიან ბრძოლისთვის და დაჯახებისთვის". დანაშაულებრივი ჩანაფიქრია, დაპირისპირება და ამაში ჩვენი ძმების ქისტების ჩართვა. ოპოზიციავ, ნუ გადაკვეთთ წითელ ხაზებს, თორემ თქვენ წინააღმდეგ ქუჩაში ხალხი მართლა გამოვა,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი