თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
422 22 ნოემბერი 2024, 15:08

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას „აფხაზების გამარჯვებაში არის ერთი საფრთხე - თავისი წარმატებული ბრძოლით დასავლეთის სიმპათია მოიპოვონ“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ აგენტურა ქართველი ხალხის დიდი ტკივილით - ტერიტორიული მთლიანობის საკითხით სახიფათო თამაშს თამაშობს.

„აფხაზეთში სიტუაცია დაძაბულია. მიმდინარე დღეების განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის განცხადება აფხაზეთში ოპოზიციის მხარდასაჭერად და ასევე სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ დასავლეთმა შესაძლოა საქართველოს ზურგი შეაქციოს და მისი სიმპათიები აფხაზეთის მიმართ გადაიხაროს, რაღაცის მანიშნებელია.

რა გააკეთა რუსეთმა აფხაზეთში, ეს ყველამ ვიცით. მაგრამ, საინტერესოა, რატომ არ მოსწონთ დღეს რუსეთი აფხაზეთის ოპოზიციას და რატომ მოსწონდათ აქამდე? ვინ უმაგრებს მათ ზურგს და ვის თამაშს თამაშობენ? რა ხდება აფხაზეთში, ცალკე თემაა, მაგრამ რა განცხადებებს აკეთებენ საქართველოში ოპოზიციის ლიდერები, ეს კიდევ უფრო საყურადღებო.

სააკაშვილი წერს - „აფხაზების გამარჯვებაში არის ერთი საფრთხე - თავისი წარმატებული ბრძოლით დასავლეთის სიმპათია მოიპოვონ..“ რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში?“ რატომ უნდა იყოს საფრთხე დასავლეთის სიმპათია აფხაზეთის მიმართ? რას უქადის დასავლეთი აფხაზეთს ისეთს, რაც შეიძლება საქართველოსთვის საფრთხე აღმოჩნდეს? მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია ბოლომდე გახსნას ფრჩხილები და გვითხრას, რა არის ის საფრთხე? ფაქტია, აგენტურა ქართველი ხალხის ყველაზე დიდი ტკივილით - ტერიტორიული მთლიანობის საკითხით სახიფათო თამაშებს თამაშობს“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
არქივი