ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
461 24 ნოემბერი 2024, 10:53
პარტია "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძის მოწოდებას ეხმიანება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ირონიულ პოსტში ანალიტიკოსი ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების შემდეგ გიორგი ვაშაძისა და ნიკა გვარამიას დიალოგს აღწერს.

"გაბაასება, ჭიჭესი და ნიკუტასი...
(სადღაც "ბლიადსკი" ბაღთან)

 - მოდი, ამ ჭიქით იმ იდუმალ ფანტომს, იმ იდუმალ 200 000 კაცს გაუმარჯოს, რევოლუციურ უკვდავებას, გამარჯვებას რომ გვაგრძნობინებს და ნაკლებად ცვედანები გამოვჩნდებით...დაასხი ჭიჭე!
 
 - არა, ამ სასმისით საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის თვალების შამოფეთებისაი იყოს, თქმით რომ არაფერს გეტყვის, მაგრამ გაგრძნობინებს, წამის მარადიულობას განატრებინებს, აგაფორიაქებს, საკუთარ ტრიუმფში დაგაჯერებს და საღამოს, ცესკოს შედეგების შემდეგ მიხვდები, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი... ბოლომდე დალიე ნიკუტ!"- წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
არქივი