ედიშერ გვენეტაძე აშშ-ს "სტრატეგიული პარტნიორობის" ხელშეკრულებაზე: მას, როგორც ირკვევა აქვს ის დატვირთვა, რომ მხოლოდ მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას აემუშავებინათ და მხარი დაეჭირათ პუტჩისტ-გადამტრიალებელთა სასარგებლოდ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
480 02 დეკემბერი 2024, 12:44
მაშ რა იყო ეს "სტრატეგიული პარტნიორობის " ხელშეკრულება? მხოლოდ პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენის მქონე დოკუმენტი. მას, როგორც ირკვევა ჰქონდა და აქვს მხოლოდ ის დატვირთვა, რომ ასეთ დროს, მხოლოდ მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას აემუშავებინათ და მხარი დაეჭირათ პუტჩისტ-გადამტრიალებელთა სასარგებლოდ,- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე  აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ ე.წ. "სტრატეგიული პარტნიორობის" ხელშეკრულების გაუქმების ფაქტზე. 

მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი იყო  მთელი ამ წლების მანძილზე  ფარატინა ქაღალდი  რომლითაც, არ გვქონდა უვიზო რეჟიმი,  თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები და  არ აშენებული ერთი რაიმე ამერიკული ყაიდის მცირე საწარმოც კი. 

„აშკარად და მკაფიოდ დაიწყეს იმის აღსრულება, რასაც დიდი ხანია ველით...
ნახეთ რა მზაკვრულად შეცვალეს მოქმედების გეგმა. ხედავენ ოპოების ლიდერებს აქვთ ნული რეიტინგი. ამიტომაც ისინი უკანა პლანზე გასწიეს. წინ გამოაგდეს არასრულწლოვანები, მიზანი-რათა ჯერ მსხვერპლი შესწირონ, ამით აღაშფოთონ საზოგადოება. მერე მოახდინონ ის, რაც გაწერილი აქვთ და რაც დევს ძირითად გეგმაში.

ამ გეგმის აღსრულებას ემსახურება აშშ ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ ე.წ. "სტრატეგიული პარტნიორობის", რაღაც არაფრისმაქნისი და უსარგებლო ხელშეკრულების გაუქმება. რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე იყო ფარატინა ქაღალდი და რომლითაც:

1. არ გვქონდა უვიზო რეჟიმი; 
2. არ გქონდა თავისუფალი ვაჭრობა;
3. არ გქონდა პირდაპირი ფრენები;
4. არ აშენებული ერთი რაიმე ამერიკული ყაიდის მცირე საწარმოც კი...

მაშ რა იყო ეს "სტრატეგიული პარტნიორობის " ხელშეკრულება? მხოლოდ პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენის მქონე დოკუმენტი. მას, როგორც ირკვევა ჰქონდა და აქვს მხოლოდ ის დატვირთვა, რომ ასეთ დროს, მხოლოდ მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას აემუშავებინათ და მხარი დაეჭირათ პუტჩისტ-გადამტრიალებელთა სასარგებლოდ. ანუ ეს იყო ისეთი რამ, რაზედაც ჩვენი დიდი წინაპარი ამბობდა: "რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელიაო..."

ეს მოვლენები წყლის წვეთებივით ჰგავს 1991 წლის ე.წ. იანაევის დაკითხვის ოქმის გამოქვეყნების დაპირებას, რომელიც დღემდე გრძელდება... მაგრამ არ გამოქვეყნებულა. 
აქედან დასკვნა ლოცვა-კურთხევა გარედან გადატრიალების მოქმედების დაწყებისა მიცემულია.

გახსოვდეთ სტრატეგია სახელმწიფო გადატრიალებისა უცვლელია, მხოლოდ მცირე ტაქტიკური ცვლილებებია მასში“,- წერს ედიშერ გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
არქივი