თამთა მეგრელიშვილი: მოქალაქეებო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არავინ გართმევთ, როცა მშვიდად დგახართ და საპოლიციო ძალებს თავს არ ესხმით თქვენი მისამართით ძალას არავინ იყენებს და პირიქით მათი დაცვის მთავარი ობიექტი ხართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
387 03 დეკემბერი 2024, 23:21

მოქალაქეებო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არავინ გართმევთ, როცა მშვიდად დგახართ და საპოლიციო ძალებს თავს არ ესხმით თქვენი მისამართით ძალას არავინ იყენებს და პირიქით მათი დაცვის მთავარი ობიექტი ხართ, - წერს „ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სახელით მოქმედი მოქალაქეები დიდი ხანია გასცდნენ დადგენილ საზღვრებს და მათმა ქმედებამ დანაშაულის სახე მიიღო.

„სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს, თუმცა გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური, შესაბამისად იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს.
შეზღუდვა კანონიერია როცა:
შეზღუდვა გათვალისწინებულია კანონით და შეზღუდვა აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად და ასევე არეულობის ან დანაშაულის პრევენციისთვის.
ეს კრიტერიუმები საყოველთაოდ იქნა მიღებული და აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ და ქართულ სახელმწიფოსთან ერთად კიდევ სხვა მრავალი ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა იზიარებს მას.
ამ სამართლებრივი დანაწესების შინაარსის გათვალისწინებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სახელით მოქმედი მოქალაქეები დიდი ხანია გასცდნენ დადგენილ საზღვრებს და მათმა ქმედებამ დანაშაულის სახე მიიღო.
ისინი თავს ესხმიან საპოლიციო ძალებს, აქციაზე გამოყენებულ იქნა მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკა პირდაპირ საპოლიციო ძალებზე დამიზნებით და იარაღი რაც ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერშიც გარკვევით ჩანს. ასევე არის ჩანაწერები სადაც მოქალაქეები საუბრობენ მსხვერპლის საჭიროებაზე.
ყველა ეს ფაქტი არის უტყუარი მტკიცებულება იმისა რომ აქციის მონაწილენი წითელ ხაზებს გასცდნენ და უკანონობას ნიშნისმოგებით სჩადიან.

მინაწერი: მოქალაქეებო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არავინ გართმევთ, როცა მშვიდად დგახართ და საპოლიციო ძალებს თავს არ ესხმით თქვენი მისამართით ძალას არავინ იყენებს და პირიქით მათი დაცვის მთავარი ობიექტი ხართ.
სწორედ საპოლიციო ძალები იქცევიან იქ შეკრებილ „ევროპელებზე" მეტად ევროპულად! მშვიდობა ჩვენს ქვეყანას და მადლობა მათ! - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი